en_შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს - ანალიტიკოსის პოზიციაზე
-
Date of publication
-
Deadline
Description
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .
გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბიზნეს - ანალიტიკოსი“. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.
Requirements
განათლება და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკასა ან მენეჯმენტში;
- მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი IT, კონსალტინგში, ანალიტიკაში ან მსგავს სფეროებში; ბიზნეს ანალიტიკა
- ბიზნეს მოთხოვნების შეგროვების, ანალიზისა და ფორმალიზაციის უნარი;
- ბიზნეს პროცესების მოდელირება (BPMN, UML, EPC);
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მეთოდოლოგიების ცოდნა (Waterfall, Agile/Scrum, Kanban);
- პროექტების მართვის საფუძვლების გაგება (PMBOK, PRINCE2).
ტექნიკური უნარები
- SQL-ის ცოდნა (მონაცემთა ანალიზი, მიმართვების გაკეთება);
- API-ების (REST, SOAP) და ინტეგრაციის გადაწყვეტილებების ცოდნა; მუშაობის გამოცდილება JIRA, Confluence, Trello, Notion-თან;
- თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მახასიათებლების ცოდნა;
- პროგრამირების მეთოდოლოგიებისა და ინფორმაციის დამუშავებისას გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებში მუშაობის უნარი.
კომუნიკაციის უნარი
- კარგი კომუნიკაციის უნარი (მოლაპარაკებების ჩატარება, მოთხოვნების შეგროვება, გადაწყვეტილებების პრეზენტაცია);
- გუნდში მუშაობისა და დეველოპერებთან, ტესტერებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნება და რთული ამოცანების გადაწყვეტის უნარი.
დამატებითი უნარები (უპირატესობათ ჩაითვლება):
ERP/CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
- ანალიტიკური სისტემების გამოყენების გამოცდილება (Qlik, Power BI, Tableau).
- Python-ის ცოდნა მონაცემების ანალიზისთვის.
- ტექნიკური დოკუმენტაციის (BRD, SRS, User Stories) შედგენის გამოცდილება. - სერთიფიკატები CBAP, PMI-PBA, CCBA.
უცხო ენები
- ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
- რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
- ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე;
Duties
- სამუშაოების კალენდარული გეგმის მომზადება ბიზნეს პროცესების მოდელირებისა და ანალიზის ოპტიმიზაციისათვის, მისი შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან;
- ბიზნეს პროცესების გამოკვლევის პროცედურის განხორციელება;
- ბიზნეს პროცესების მოდელირება, ოპტიმიზაცია და ანალიზი;
- საერთო ანალიტიკური ანგარიშის ფორმირება ბიზნეს პროცესების ანალიზის შემდეგ;
- ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების განხორციელების რეკომენდაციების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებების განხორციელება;
- ცვლილებების განხორციელების პროცესის კონტროლი ინფორმაციული სისტემების (IS) ფარგლებში, ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
- ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების აღწერა;
- ტექნიკური დავალების მომზადება ცვლილებების შეტანისთვის IS-ში ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
- ორგანიზაციაში არსებულ მეთოდოლოგიაში ნაკლოვანებების დოკუმენტირება, მათი აღმოფხვრის გზების შეთავაზება და ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- მონაწილეობა თანამშრომელთა სწავლების პროცესში ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების პირობებში;
- რეკომენდაციების შეთავაზება ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ, ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.
დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!