GE

Employment

en_შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე

  • Date of publication

  • Deadline

Description

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.

Requirements

  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების მართვა.
  •  პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და დანერგვის პროცესების მართვა ორგანიზაციაში. 
  • ბილინგის სისტემისა და სხვა ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტების მომზადება, დანერგვა და კონტროლი. 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტთან თანამშრომლობა, ბიზნეს-ლოგიკის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის. 
  • შიდა და გარე ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა. 
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების და შიდა პოლიტიკის სტანდარტების დაცვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის, ცვლილებების ან ახალი მოდულების ტესტირების და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის მართვა და კონტროლი. 
  • IT ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.

Duties

პროფესიონალური კომპეტენციები

 ტექნიკური ცოდნა 

  • პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, პროგრამირების ენებისა, მონაცემთა ბაზების, DevOps, CI/CD და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
  • გამოცდილება 5+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და 2+ წელი მართვის პოზიციაზე. 
  • განვითარების მეთოდოლოგიები – Agile, Scrum, Kanban, Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა და პროცესების ადაპტაცია.
  • პროექტების მართვის გამოცდილება – პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის, დროის შეფასება, რისკების მართვა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია.

ლიდერული და მმართველობითი უნარები

  • გუნდის მართვა
  • გამოცდილება პერსონალის შერჩევაში, მოტივაციაში და შემდგომ განვითარებაში. 
  • სტრატეგიული აზროვნება – ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარების დაგეგმვა განყოფილებაში.
  • კომუნიკაცია – იდეების სწორი გადმოცემის უნარი გუნდისთვის, დამკვეთებისა და ხელმძღვანელობისთვის. 
  • კონფლიქტების გადაწყვეტა -გუნდში სხვადასხვა თვალთახედვასთან მუშაობის გამოცდილება.
  • ბიზნეს კომპეტენციები - ბიზნეს მიზნების გაგება
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების დაკავშირება ბიზნეს ამოცანებთან. 
  • ფინანსური ცოდნა – ბიუჯეტის და განვითარების ხარჯების მართვის პრინციპების ცოდნა. - შეკვეთებთან მუშაობა – მოლაპარაკებების წარმოების და მოლოდინების მართვის უნარები.

პიროვნული თვისებები 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობის მიღების მზადყოფნა.
  • ადაპტაციის უნარი – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
  • სწავლაზე ორიენტირებულობა – მუდმივი ტექნიკური და მმართველობითი უნარების განვითარება.

უცხო ენები

  •  ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე; 
  • რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
  • ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე.

„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ,  ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია  პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.

 

დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!