GE

Employment

en_შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

  • Date of publication

  • Deadline

Description

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.

Requirements

ტექნიკური უნარები

  • PostgreSQL-ის ცოდნა: არქიტექტურა, პროცესები, მონაცემთა შენახვის სტრუქტურა; 
  • SQL და PL/pgSQL: მიმართვების ოპტიმიზაცია, შენახვადი პროცედურების, ტრიგერების და ფუნქციების შექმნა; 
  • მომხმარებლების და წვდომის უფლებების მართვა: როლების, უსაფრთხოების პოლიტიკების, ავტორიზაციის კონფიგურაცია; 
  • მონიტორინგი და დიაგნოსტიკა: pg_stat_statements, pgAdmin, pgBadger, EXPLAIN ANALYZE-ს გამოყენება;
  • ბეკაპი და აღდგენა: pg_dump, pg_restore, base backup, PITR (Point-In-Time Recovery) კონფიგურაცია;
  • შესრულების ოპტიმიზაცია: ინდექსაცია, პერტიშენინგი, postgresql.conf-ის პარამეტრები;
  • რეპლიკაცია და გამძლეობა: Streaming Replication, logical replication, Patroni, Barman; 
  • მონაცემთა ბაზის სერვისი: VACUUM, ANALYZE, ავტოწმენდა, ჟურნალებთან მუშაობა;
  • ავტომატიზაცია: Bash, Ansible, Python სკრიპტების და ამოცენების ავტომატიზაციისთვის;
  • Linux ოპერაციული სისტემის გამოცდილება: სისტემის კონფიგურაცია, დატვირთვების მონიტორინგი, ფაილური სისტემები, დისკებთან მუშაობა;

დამატებითი-უნარები

  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების სწრაფი ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მონაცემების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა;

დამატებითი ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად):

  • ღრუბლოვანი პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (AWS RDS, Google Cloud SQL, Azure);
  • კონტეინერიზაცია (Docker, Kubernetes); 
  • სხვა მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MySQL, Oracle, MSSQL);
  • ETL პროცესების წერის გამოცდილება;

უცხო ენები

  • ქართული ენა - თავისუფლად;
  • რუსული ენა - საშუალო ცოდნის დონეზე;
  • ინგლისური - საშუალოდ ცოდნის დონეზე.

Duties

  • PostgreSQL მონაცემთა ბაზის გამართული მუშობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაობის შესრულება წარმადობის პრობლემების მოსაგვარებლად; 
  • PostgreSQL მონაცემთა ბაზისა და პლაგინების პარამეტრების ოპტიმიზაცია და კონფიგურაცია;
  • სარეზერვო კოპირების/აღდგენის უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა;
  • მონაცემთა ბაზის სისტემის განახლების უზრუნველყოფა; 
  • რეგლამენტური სამუშაოების ჩატარება (Sharding, Partitioning და Indexing); 
  • ბაზასთან მომართვების ანალიზი და ოპტიმიზაციის შესახებ რეკომენდაციების მომზადება პროგრამისტებისთვის; 
  • პროექტებისა და ბიზნეს-ლოგიკის განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მხარდაჭერა მონაცემთა ბაზის ოპტიმალური მუშაობის მიმართულებით.

„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ,  ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია  პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.

 

დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!