GE

Employment

en_შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება განყოფილების უფროსი პოზიციაზე

  • Date of publication

  • Deadline

Description

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება განყოფილების უფროსი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.

Requirements

განათლება და კვალიფიკაცია

  •  უმაღლესი ტექნიკური განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.); 
  • მისასალმებელია დამატებითი სერთიფიკატები (ITIL, CCNA, Microsoft Certified, PMP და ა.შ.);
  • სამუშაო გამოცდილება - IT სფეროში გამოცდილება 5 წლიდან, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე (2-3 წლიდან); 
  • ტექნიკური მხარდაჭერისა და IT ინფრასტრუქტურის ორგანიზებასა და მართვაში პრაქტიკული გამოცდილება;
  • IT-ის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ცოდნა, მათ შორის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, ვირტუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება;

პროფესიული უნარები

  • სერვერების (Windows, Linux), ქსელური ინფრასტრუქტურის (Cisco, MikroTik და ა.შ.) ადმინისტრირება;
  • მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Zabbix, Nagios, PRTG); 
  • ვირტუალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ESXi);
  • რეზერვირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება 
  • ITSM მიდგომებისცოდნა და გამოყენება (ITIL, COBIT); 
  • ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების მართვა (Service Desk, Help Desk); 
  • მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან ურთიერთქმედება, SLA კონტროლი; 
  • IT რესურსების ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის უნარები; მართველობითი და პიროვნული თვისებები
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება და გაურკვეველ გარემოებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ამოცანების შესრულების დელეგირებისა და კონტროლის უნარი; 
  • მომხმარებლებთან და დამკვეთთნ მუშაობის უნარი, კონფლიქტების მართვა; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები

  •  ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება; 
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; 
  • ღრუბლოვანი ტექნოლოგიებთან (AWS, Azure, Google Cloud) მუშაობის გამოცდილება;

უცხო ენები

  • ქართული ენა - თავისუფლად; 
  • რუსული ენა - საშუალოდ ცოდნის დონეზე;
  • ინგლისური - საშუალოდ ცოდნის დონეზე.

Duties

  • ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა; 
  • ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მართვა;
  • ქსელისა და სერვერული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მომზადება, განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი; 
  • ინციდენტების მართვა და მონიტორინგი; 
  • ანგარიშების მომზადება IT მენეჯმენტისთვის. 
  • სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა (ტექნიკური ექსპერტიზა) 
  • ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტებში მონაწილეობა (ტექნიკური საკონსულტაციო მხარდაჭერა); 
  • სარეზერვო კოპირების პროცედურების მართვა და კონტროლი; 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის რეგულაციების შესრულების მართვა და კონტროლი; 
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა.

„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ,  ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია  პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.

 

დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!