en_შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (ბუღალტერი).
-
Date of publication
-
Deadline
Description
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge.
გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი)“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18.03.2025 წ.
Requirements
- უმაღლესი განათლება, მიმართულება - ბუღალტერია და აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, IT;
- ბუღალტრად მუშაობის 5 წლამდე გამოცდილების ქონა;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა;
- Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პირადი თვისებები და უნარები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
Duties
- საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- ბანკის ოპერაციების კონტროლი / პროგრამული აღრიცხვა;
- ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
- მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული სრული პაკეტის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვა;
- დაქირავებულ პირებზე ხელფასებისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა, კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის/წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
უცხო ენები :
- რუსული და ინგლისური ენა – საშუალო დონეზე ფლობა;
„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ, ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.
დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!