*303# სერვისი

კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება აბონენტებს  *303# კოდით  შეუძლიათ

 

კომუნალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის მარტივად მისაღებად, თელმიკოს აბონენტებისთვის ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურება ეხებათ სხვა კომუნალურ კომპანიებსაც, რომელიც მომხმარებლებისთვის სემეკმა შეიმუშავა.

 

სემეკის მიერ შემუშავებული პროექტით, კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციას მობილურზე ამ ნომრის საშუალებით მიიღებთ - *303#-ზე

*303#-ით თელმიკოსგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია:

 

ელექტრონული ქვითარი;

შეამოწმოთ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი;

მონაცემების მისაღებად სასურველი აბონენტი დაარეგისტრიროთ;

წაშალოთ არასასურველი ნომერი;

შეამოწმოთ მიმდინარე დარიცხვა ან/და დეპოზიტი;

შეგვატყობინოთ თუ არ ეთანხმები ჩვენებაზე მიყენებულ ტარიფს.

 

*303#-ით სარგებლობა შესაძლებელია თელმიკოს სააბონენტო ნომრით. 

 

 

 

*303#-ით მომსახურება უფასოა. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია სილქნეტისა და მაგთიკომის მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ ბილაინის მომხმარებლებიც. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის.