ენერგოეფექტური რჩევები

ზოგადად, სავსებით შესაძლებელია, ცხოვრების ხარისხისა და ჩვევების ცვლილების გარეშე, შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება 40-50%-ით. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც დაგეხმარებათ ენერგიის მოხმარების შემცირებაში.

 

• შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით. მათი მომსახურების ვადა 6-ჯერ მეტია, მოხმარება კი 5-ჯერ დაბალი. ექსპლუატაციის დროს, ასეთი  ნათურა 8-10 ჯერ ანაზღაურებს მასზე გაწეულ ხარჯს.

• გამოიყენეთ წერტილოვანი განათება, ყოველთვის არ არის საჭირო მთელი ოთახის განათება.

• წესად აქციეთ ოთახიდან გამოსვლისას შუქის ჩაქრობა.

• სახლში ღია ფერის კედლები, მსუბუქი ფარდები, ნათელი ფანჯრები ამცირებს განათების ხარჯებს 10-15%-ით.

• 2014 წლიდან ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეფასებულია A–დან A +++-მდე. მაგალითად, ახალ მაცივრებსა და სარეცხის მანქანებს აქვთ ენერგოეფექტურობის რეიტინგი A+ და A+++ შორის, ფასდება იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურია ის ზომასთან მიმართებაში.

• სასურველია შეცვალოთ ტექნიკა, თუ ის ათ წელზე მეტი ხნისაა, რადგან ის გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს. ახალი ტექნიკა ათი წლის წინანდელ ტექნიკასთან შედარებით მოიხმარს ენერგიის დაახლოებით მესამედს.

• სანამ ელექტრო გამათბობელს შეიძენთ, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, ოთახის სწრაფი გათბობა თუ სითბოს ხანგრძლივად შენარჩუნებადა და ამის მიხედვით უნდა გააკეთოთ არჩვევანი. თქვენ არ დახარჯავთ ზედმეტად ელექტროენერგიას, თუ უპირატესობას მიანიჭებთ სწრაფად გათბობას. ასევე, გათბობის მოწყობილობის შერჩევისას მიზანშეწონილია აირჩიოთ გამათბობელი ტემპერატურის კონტროლის პარამეტრებით-ქრონომეტრი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ გამათბობლის მუშაობის გრაფიკი და თერმოსტატი, რომელიც შესაძლებელს გახდის ოთახში სასურველი ტემპერატურის დაყენებასა და შენარჩუნებას.

• გამორთეთ მოწყობილობები, რომლებიც დიდი ხანია ლოდინის რეჟიმშია. ლოდინის რეჟიმში  ტელევიზორები  მოიხმარენ  3-დან 10 ვატამდე ენერგიას. ერთი წლის განმავლობაში, 4 ასეთი მოწყობილობა  მოიხმარს 300-400 კვტ/სთ. ენერგიას.

• ელექტრო ჩაიდანში აადუღეთ იმდენი წყალი, რამდენიც გსურთ გამოიყენოთ.

• თუ არაფერს ტენით, ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების დამტენს შეერთებულს. ამ შემთხვევაში, ის კვლავ მოიხმარს ელექტრო ენერგიას, როდესაც დამტენი უწყვეტად არის ჩართული ქსელში, ენერგიის 95% -მდე იკარგება.

• კონდიციონერის მოხმარების დროს ფანჯრები და კარები უნდა იყოს დახურული.