მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად (თითოეული დარიცხვის პერიოდზე) ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
მომხმარებლისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის ვადა განისაზღვრება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით და მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
მომხმარებელი ვალდებულია, კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან ქვითარი.
* გაითვალისწინეთ - "თელმიკოს" ქვითარში ასახული 2 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში, ელ.ენერგიის გათიშვა არ მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი კანონით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს, მომხმარებელს შეუწყდება ელ.ენერგიის მიწოდება.
იხილეთ ტარიფები: