en_შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ-ეკონომიკური სამსახურის ფინანსების ჯგუფში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე
-
Date of publication
-
Deadline
Description
ფინანსებთან დაკავშირებული პროფესიები მოითხოვს სკრუპულოზობას და ყურადღებას ციფრების მიმართ. ვინაიდან ფინანსისტი მუშაობს დიდი მოცულობის ინფორმაციასთან, მას სჭირდება კონცენტრაციის შენარჩუნება და ანალიტიკურად აზროვნება დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან, სამუშაო დაკავშირებულია არა მხოლოდ ქაღალდებთან, არამედ ადამიანებთანაც. მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი: ჩვენთან არ არსებობს „იოლი სამუშაო“, ჩვენთან არის „time control“ და გვყავს ღირებული თანამშრომლები უნიკალური კომპეტენციებით, რომლებიც მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად.
მსურველებმა გამოგზავნეთ პირადი ინფორმაცია (CV / რეზიუმე) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@telmico.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება: „ფინანსების ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 14.03.2024 წ.
Requirements
- რუსული ენა - თავისუფლად ფლობის დონე;
- უმაღლესი განათლება, მიმართულება - ეკონომიკა, ფინანსები, იურისპრუდენცია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel -ის (ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!);
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება და კავშირები.
Duties
- მონაწილეობა საზოგადოების ფინანსური სტრატეგიის შედგენაში:
• დაგეგმილი შემოსავლებისა და ხარჯების, საკრედიტო და დებიტორული დავალიანების აღრიცხვა და მათზე დაყრდნობით ფულადი სახსრების მოძრაობის სტრატეგიის შეთავაზება;
• სტატისტიკური მონაცემების, კომპანიის შემოსავლიანობის მაჩვენებლების შეგროვება და სისტემატიზაცია;
• რისკების მოდელირება ხელშეკრულებების გაფორმებისას;
• კონტროლი გარე და შიდა ნორმატიული აქტების შესრულებაზე თქვენს ფინანსების სფეროში.
- გადახდების და თანხმლები ანგარიშგების მომზადება/კონტროლი:
• საზოგადოების ფინანსურ მოდულში მუშაობა (1C) - საგადახდო დავალების ფორმირება;
• ოპერატიული ანგარიშგების მომზადება (გადახდის ფაქტი/გეგმა (ფულადი სახსრების მოძრაობა));
• მუშაობა კორპორაციული მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (1C – კორპორაციული ხაზინა);
- საზოგადოების სახელფასო პროგრამის მართვა საბანკო მომსახურებით;
- საბანკო ხელშეკრულებებზე მუშაობა (ანგარიშების გახსნა/დახურვა, დეპოზიტები, სესხები, საბანკო გარანტიები და ა.შ.);
- ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.
„თელმიკო“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისკენ, ორიენტირებულია თანამშრომლებს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტული და სტაბილური გარემო. თელმიკო ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მიზანმიმართულია პროფესიოანალების მოტივაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება. ჩვენ პერეიოდულად გთავაზობთ სხვადასხვა ვაკანსიას თბილისში.
დაინტერესებული პირებისთვის პირადი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!