EN

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ თელმიკოში არსებულ ვაკანსიებს

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე

  • გამოქვეყნების თარიღი

  • ბოლო ვადა

ფუნქცია-მოვალეობები

 

სამუშაო მოთხოვნები

 

− ფიზიკური სერვერების გამართვა და ადმინისტრირება;

− მონაცემთა სანახების გამართვა და ადმინისტრირება (SAN / NAS);

− VMWare vSphere გამართვა და ადმინისტრირება (7.X , 8.X Versions);

− ოპერაციული სისტემების (Windows Server, CentOS, Ubuntu Linux) ინსტალაცია, კონფიგურაცია, ადმინისტრირება და მონიტორინგი;

− ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება, საქაღალდეების

სტრუქტურის აგება, მომხმარებლების უფლებების განაწილება;

− Mail Server-ის ადმინისტრირება : Microsoft Office 365 (Full Cloud);

− ფიზიკური და ვირტუალური სერვერების, კომპანიის სხვადასხვა კრიტიკული სერვისების მონიტორინგი (PRTG, Zabbix);

− სარეზერვო ასლების გამართვა და ადმინისტრირება;

− ანტივირუსული პროდუქტის გამართვა და ადმინისტრირება (FortiGate EMS, ESET Protect);

− ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;

− ტექნიკური ინციდენტების დაფიქსირება და მათი დროული მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

– უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;

– მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;

– სერვერების და მონაცემთა სანახების (SAN / NAS) ფიზიკური ადმინისტრირება:

აწყობა, გამართვა, საჭიროების შემთხვევაში კომპონენტის შეცვლა;

– VMWare vSphere: ვირტუალური მანქანების შექმნა, მონაცემების ეფექტურად განაწილება, მონიტორინგი;

– სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, კონფიგურცია, ადმინისტრირება;

– Windows Server 2019-2022, CentOS, Ubuntu;

– Microsoft AD, DNS, DHCP, GPO, CA, RDS, KMS, WSUS სერვისების ინსტალაცია, კონფიგურაცია, ადმინისტრირება;

– Mail Server-ის (Office 365)-ის ადმინისტრირება: მომხმარებლების შექმნა, უფლებების განაწილება, ახალი ლიცენზიების დამატება, მონიტორინგი;

– ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება : ახალი საქაღალდეების შექმნა, უფლებების მინიჭება, მონიტორინგი;

– PRTG Monitoring-თან მუშაობის გამოცდილება: ახალი სერვისების დამატება, მონიტორინგი, ინციდენტებზე დროული რეაგირება;

– Veeam Backup & Replication: ვირტუალური გარემოს სარეზერვო ასლების მართვა (სარეზერვო ასლის შექმნა, აღდგენა, რეპლიკაცია) არსებული სარეზერვო ასლების მონიტორინგი, ახალი სერვისების დამატება, Backup Rotation Policy-ს მართვა, Veeam B&R-ს განახლება;

– ManageEngine-ს პროდუქტებთან (ADAudit, ADManager) მუშაობის გამოცდილება;

– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

– ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

– რამდენიმე საქმის პარალელურად კეთების უნარი; 

– ანალიტიკური აზროვნების უნარი;

– გუნდში მუშაობის უნარი. 

 

პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა

 

– MS Office (Word, Excel, PowerPoint, Visio);

– MS Outlook;

– 1С (სასურველია);

– ვიდეომონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

უცხო ენები

 

− რუსული ენა – საშუალო;

− ინგლისური - საწყისი დონე (სასურველია).

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სისტემური ადმინისტრატორი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.02.2025 წ.