კომპანიის შესახებ

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (შემოკლებით - თელმიკოუზრუნველყოფს ელექტროენერგიით თბილისის მოსახლეობას.

კომპანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების შედეგად შეიქმნა და 2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 150 ადამიანი, რომელთაგან თითოეული თავისი დარგის პროფესიონალია. ამჟამინდელი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწავლის დამთავრებისთანავე, მოვიდა კომპანიაში სტაჟირების გასასვლელად. თელმიკოში შექმნილი სწავლის შიდა სისტემა,  კვალიფიკაციის ამაღლებისა და პერსონალის როტაციის მიდგომები,  უზურნველყოფს თანამშრომლების მოტივაციის გაზრდასა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

თელმიკოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, მომხმარებლების მიმართ მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზება.

ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ 2021 წელს ინფრასტრუქტურაში 1,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამუშავდა თანამედროვე ქოლ-ცენტრი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღონ საჭირო ინფორმაცია რეჟიმში 24/7, მინიმუმამდე დაიყვანილი მოლოდინის დრო უზრუნველყოფს ოპერტიულ და ხარისხიან მომსახურებას.  გაიხსნა 5 მომსახურების ცენტრი, სადაც მომხმარებელისთვის გადახდის მოსახერხებელი არხები მოეწყო.

2022 წელს კომპანია, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას აპირებს, უპირველეს ყოვლისა გეგმავს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხარებლისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და ეფექტური მომსახურების შეთავაზებას.

თელმიკო დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამ მიზნით დაინერგა ოპერატიული ურთიერთთანამშრომლობის მოდელი სემეკთან და ენერგოომბუდსმენის აპარატთან.  თითოეული კლიენტის მიმართვა განიხილება ინდივიდუალურადკომპანია მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობს, იყოს ღია და სანდო საკუთარი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის.