EN

ხშირად დასმული კითხვები

  • ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია დისტანციურად ან ადგილზე, კლიენტთა მომსახურების ცენტრში ვიზიტით. დისტანციური მომსახურების მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს www.telmico.ge, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების სასურველი შაბლონი.

    ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge გადმოგვიგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:

    • შევსებული და ხელმოწერილი ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება (დასკანერებული ფორმით ან ფოტოს სახით);
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

    ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ შპს „თელმიკოს“ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ მომსახურების ცენტრს და ადგილზე ოპერატორების დახმარებით შეავსოთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება.

  • რეკვიზიტების შესაცვლელად, შეგიძლიათ:

    • მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge 

    • მოგვმართოთ შპს „თელმიკოს“ ნებისმიერ მომსახურების ცენტრში;

    • ან ეწვიოთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

    დისტანციურად მომართვის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ შემდეგი:

    საყოფაცხოვრებო სექტორის რეკვიზიტების შესაცვლელად, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge გამოგვიგზავნოთ:

    • შევსებული და ხელმოწერილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების დასკანერებული ფორმა;

    • მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;

    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

    • დროებითი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

    • მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში). 

    ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ  ბმულს

    აირჩიეთ: „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება - საყოფაცხოვრებო მომხმარებელი“, დანართი № 1.

    ხელშეკრულების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე

     

    კომერციული სექტორის რეკვიზიტების შესაცვლელად, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

    შევსებული და ხელმოწერილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება დასკანერებული ფორმით;

    თანდართული დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობის ასლები: მესაკუთრისა და დროებითი მოსარგებლის;

    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

    • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

    • მესაკუთრის თანხმობის ფორმა (საჭიროების შემთხვევაში);

    • მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში)

    ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს

    აირჩიეთ: დანართი №2, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მცირე საწარმოებისთვის.

    ხელშეკრულების შევსების ინსტრუქციისთვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდზე ატვირთული შაბლონი

  • აბონენტის ნომრის გასაგებად, შეგიძლიათ:

    მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge

    დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრის ნომრებზე: +995 32 5 000 777 და 16 700

    მოგვწეროთ პირადი შეტყობინება:

    Facebook Messenger-ში

    კომპანიის ვებ-გვერდზე - WhatsApp-ში

    კომპანიის ვებ-გვერდზე - ონლაინ ჩატში

    შეტყობინებაში აუცილებელია შემდეგი მონაცემების მითითება:

    • აბონენტის ზუსტი მისამართი;

    • უძრავი ქონების მფლობელის სახელი და გვარი;

    • საკადასტრო კოდი;

    • პირადი ნომერი;

    • მობილური ტელეფონის ნომერი;

    • მრიცხველის ნომერი.

  • დეპოზიტი არის თანხა, რომელსაც მომხმარებელი წარუდგენს მიმწოდებელს მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად.

  •  

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) №47 დადგენილების საფუძველზე, შპს „თელმიკო“ უფლებამოსილია, დაარიცხოს დეპოზიტი მომხმარებელს შემდეგ შემთხვევებში:

    • მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;

    • მომხმარებელმა 12-თვიან უწყვეტ პერიოდში მომსახურების საფასური სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა;

    • მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში გადაუხდელობის გამო;

    • არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის საშუალო თვიური მოხმარების ღირებულება აღემატება 50,000 ლარს.

    • აბონენტს ერიცხება სადეპოზიტო ვალდებულება საშუალო მოხმარების ოდენობით (ლარში), მიმდინარე დავალიანებასთან ერთად , თუ ასეთი არსებობს.

     

    გაითვალისწინეთ!

     

    დეპოზიტის მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მომხმარებელი:

    • რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაშისაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

    • იღებს საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

    • სარგებლობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით (ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები);

    • არის პენსიონერი — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • - დეპოზიტი წარმოადგენს მომხმარებლის მიერ მომსახურების გადახდის საგარანტიო თანხას, რომელიც აისახება აბონენტის ინდივიდუალურ ბარათზე.
    იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი დაარღვევს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების პირობებს, მიმწოდებელს უფლება აქვს, დეპოზიტის თანხა დავალიანებაში გაქვითოს და შესაბამისი ოდენობით შეამციროს მომხმარებლის საერთო დავალიანება.

    - თუ სადეპოზიტო ვალდებულება დარიცხულია გადახდის ვადაგადაცილების გამო, და შემდეგი 12 თვის განმავლობაში გადახდის ვადის დარღვევა აღარ დაფიქსირდება, მომხმარებელს ავტომატურად ეხსნება სადეპოზიტო ვალდებულება,  დეპოზიტის თანხა ბრუნდება სააბონენტო ბარათზე,  ხოლო მომხმარებლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია თანხის დაბრუნება მის საბანკო ანგარიშზე.

    -  იმ მომხმარებელს, რომელსაც დეპოზიტი დაერიცხა შემდეგ შემთხვევებში:
    გადასახადის სამჯერ ვადაგადაცილებით გადახდა, ან ელექტროენერგიის შეზღუდვა მომსახურების გადაუხდელობის გამო 5 თვიან ან მეტ ხნიან პერიოდში, შეუძლია დაფაროს მიმდინარე დავალიანება დეპოზიტის თანხით, იმ პირობით, რომ მომდევნო თვის გადახდასთან ერთად შეავსებს დეპოზიტიდან გაქვითულ თანხას.

    -      იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტი დარიცხულია უძრავი ქონების დროებითი სარგებლობის საფუძველზე (მაგ. ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა),
    დეპოზიტის თანხა ბრუნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქონების სარგებლობა დასრულდება და ამ დროისათვის მომხმარებელი არ ფლობს შეუსრულებელ ვალდებულებებს მიმწოდებლის წინაშე.

     

  •  

    სადეპოზიტო თანხის დასაბრუნებლად, გთხოვთ, მოგვმართოთ განცხადებით ელექტრონულ ფოსტაზე -  info@telmico.ge

     

    განცხადებას დაურთეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

    • დეპოზიტის გადახდის ქვითარი;
    • ფართის ამონაწერი სამეწარმეო და საჯარო რეესტრიდან;
    • იჯარის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია);
    • მესაკუთრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება;
    • მესაკუთრის ამონაწერი სამეწარმეო და საჯარო რეესტრიდან;
    • მესაკუთრის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია);

    წერილში მიუთითეთ:

    •        თქვენი აბონენტის ნომერი;
    •        მობილური ტელეფონის ნომერი.

     გაითვალისწინეთ!

     

    განცხადება განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში.

     

  • მოხმარებული ელექტროენერგიის დაანგარიშება ხდება შემდეგი წესით:

    მომხმარებლის მრიცხველიდან ჩვენება იკითხება თვეში ერთხელ, თვის ბოლოსკომპანია „თელასის“ მიერ;

    წაკითხული კილოვატების რაოდენობა გადაითვლება შემდეგი ფორმულით:

    - მიმდინარე თვის ჩვენება გამოკლებული წინა თვის ჩვენება = მოხმარებული კილოვატები (kWh).

    - მიღებული რაოდენობა გამრავლდება შესაბამის ტარიფზე, რომელიც მოხმარების მოცულობაზეა დამოკიდებული.

    საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოქმედი ტარიფები სამ საფეხურად არის განსაზღვრული და მოხმარების მატებასთან ერთად იზრდება.

     

  • ქვითრის მატერიალური ფორმით მისაღებად, მესაკუთრე უნდა მოგვმართოს განცხადებით:

    • „თელმიკოს“ ნებისმიერ მომსახურების ფილიალში;

    • ან ელექტრონული ფოსტით : info@telmico.ge 

    განცხადებას უნდა დაურთოთ:

    • მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;

    • აბონენტის ნომერი;

    მობილური ტელეფონის ნომერი.

  • თუ გსურთ დავალიანების გადახდის გადავადება ან გადანაწილება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი არხებით:

    • ეწვიეთ „თელმიკოს“ ნებისმიერ კლიენტთა მომსახურების ცენტრს;
    • დაგვიკავშირდეთ Facebook Messenger-ში ან WhatsApp-ის საშუალებით
    • მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@telmico.ge;

    განცხადებას დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

     

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოასლი;
    • მობილური ტელეფონის ნომერი.

    გაითვალისწინეთ:

    თუ „თელმიკოს“ მომხმარებელი გახდით 2021 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, თანხის გადავადება ან გადანაწილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმებული გაქვთ შპს „თელმიკოსთან“

  • მისამართზე მრიცხველის ლაბორატორიულად გადამოწმებისათვის, უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა მოგვმართოს განცხადებით ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

    • მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;

    • აბონენტის ნომერი;

    • მობილური ტელეფონის ნომერი

    მრიცხველის ლაბორატორიული გადამოწმების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა გამანაწილებელ კომპანია - „თელასს“.

  • ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა შესაძლებელია ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში. კონკრეტული გადახდის ბოლო ვადა ყოველთვის მითითებულია ქვითარზე.

    ·  მომხმარებელი ვალდებულია, კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა ქვითარი.

    · გაითვალისწინეთ: თუ ქვითარში ასახული დავალიანება არ აღემატება 2 ლარს, გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გათიშვა არ მოხდება.

  • შეცდომით გადახდილი დავალიანების ფორმირებისთვის მოგვმართეთ განცხადებით, კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრს ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge.

    განცხადებას დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

    ·         გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

    ·         გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;

    ·         აბონენტის ნომერი;

    ·         მობილური ტელეფონის ნომერი.

  • სამუშაო დღეებში, თუ დავალიანება დაფარულია 16:00 საათამდე და გადახდილი თანხა უკვე ასახულია ბაზაში, აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება იმავე დღეს, 5 საათის ვადაში.

    თუ გადახდა განხორციელდა სამუშაო დღეებში 16:00 საათის შემდეგ ან არასამუშაო დღეებში 14:00 საათის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება მომდევნო სამუშაო დღეს, 12:00 საათამდე.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე (ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი და სხვ.) დისტანციური მრიცხველის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება გადახდიდან 24 საათის განმავლობაში. არადისტანციური მრიცხველის შემთხვევაში კიმხოლოდ ორშაბათს, 09:00 საათიდან.

  • SMS ქვითრის გააქტიურებისთვის მოგვმართეთ ონლაინ:

    • Facebook Messenger-ში
    • ვებ-გვერდზე - WhatsApp-ში

    განცხადებას თან უნდა დაურთოთ:

    • მესაკუთრის პირადობის ასლი;
    • აბონენტის ნომერი;
    • მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც გსურთ SMS სერვისის გააქტიურება.

    ნომრის ცვლილება მოხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

    ასევე, SMS მომსახურების ჩასართავად შეგიძლიათ მოგვმართოთ “თელმიკოს” ნებისმიერ ფილიალში (იხ. მისამართები).

    გაითვალისწინეთ, SMS ქვითრის გააქტიურების შემდეგ, ქაღალდის ქვითარი აღარ გამოგეგზავნებათ.

  • ბრუნვის ისტორიის მისაღებად, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტით — info@telmico.ge.

    განცხადებას თან უნდა დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:

    •    ფართის მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;
    •    მობილური ტელეფონის ნომერი;
    •      აბონენტის ნომერი.

    ასევე, ბრუნვის ისტორიის მიღება შესაძლებელია შპსთელმიკოსკლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრშიმხოლოდ ფართის მესაკუთრის ან მისი მინდობილი პირის დაწერილი განცხადების საფუძველზე.

  • თუ გსურთ თქვენი მისამართზე აღებული ჩვენების გადამოწმება, შეგიძლიათ:

    · დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრის ნომრებზე: +995325000777 ან 16700

    ჩვენი ოპერატორი დააფიქსირებს თქვენს მოთხოვნას და გადასცემს კომპანია „თელასს“;

    იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ჩვენება არასწორადაა აღებული, ჩვენება დაკორექტირდება 10 სამუშაო დღის ვადაში.

    იმ შემთვევაში, თუ გსურთ წერილობით მიიღოთ პასუხი გადამოწმების შედეგებზე,

    გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: info@telmico.ge  და თან დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია:

    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • აბონენტის ნომერი;
    • მობილური ტელეფონის ნომერი.

  •  

    დავალიანების გადახდა შესაძლებელია:

    • თელმიკოსპირადი კაბინეტიდან;
    • ნებისმიერი ბანკის ფილიალში ან მობაილ ბანკის აპლიკაციით
    • სწრაფიგ გადახდის აპარატებიდან

    მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით, რომლის თანახმად ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა უნდა მოხდეს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.