EN

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ თელმიკოში არსებულ ვაკანსიებს

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე

  • გამოქვეყნების თარიღი

  • ბოლო ვადა

ფუნქცია-მოვალეობები

 

– ბილინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა;

– ბილინგის სისტემის მონაცემთა ბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა;

– დაბალი და საშუალო სირთულის ბილინგის სისტემის მოდიფიკაციების შემუშავება და დანერგვა;

– ბილინგის სისტემის განვითარებისა და ოპტიმიზაციის პროექტების შემუშავება;

– არასტანდარტული ანგარიშების შემუშავება;

– ბილინგის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის სერვისების ინტეგრაცია სხვა სერვისებთან; 

– პროგრამული პაკეტების შესწავლა და შეფასება;

– კომპანიაში არსებული ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება;

– პროგრამირების პროცესის დაგეგმვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

– უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;

– მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამისტის პოზიციაზე;

– 2+ წლიანი გამოცდილება Java (ვერსია 8 ან უფრო ახალი);

– ცოდნა Spring Boot და Spring Framework-ის (განსაკუთრებით Spring Core და Spring Data);

– პრაქტიკული გამოცდილება Hibernate-თან ORM-ისთვის;

– SQL-ის  ცოდნა და გამოცდილება JDBC-ში;

– გამოცდილება რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (მაგ., PostgreSQL, MySQL ან Oracle);

– Git და GitHub ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა;

– ავტომატიზაციის ხელსაწყოების CI/CD “პიპელაინებისა” ცოდნა;

– Postman-ის გამოყენება API-ების გასატესტად;

 

პრიორიტეტი მიენიჭება:

 

– Jmix ან Angular ცოდნა;

– საბაზისო ცოდნა HTML, CSS და JavaScript-ში;

– საბილინგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

– API-ების მართვის შესაძლებლობა;

– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

– ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

– რამოდენიმე საქმის პარალელურად კეთების უნარი; 

– ანალიტიკური აზროვნების უნარი; 

– გუნდში მუშაობის უნარი; 

– სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

უცხო ენები

 

  • რუსული ენა – საშუალო; 
  • ინგლისური - ტექნიკურ დონეზე;

 

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია

 

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .  გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „პროგრამისტი“. 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.11.2025 წ. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.

ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.