შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე
-
გამოქვეყნების თარიღი
-
ბოლო ვადა
ფუნქცია-მოვალეობები
– პროექტების მართვის ეფექტური სისტემის შექმნა, დანერგვა და განვითარება საერთაშორისო მეთოდოლოგიების საფუძველზე.
– საპროექტო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების შემუშავება, სტანდარტიზაცია და წარმოება (რეგლამენტები, დოკუმენტების მოთხოვნები, გრაფიკები და ამოცანების სტატუსები).
– პროექტის მართვის ინსტრუმენტებისა და PM/BPM-სისტემების დანერგვა, საინფორმაციო დაფებისა და ვიზუალური ანგარიშების შექმნით (განტის დიაგრამები, სტატუსის პანელები, საკვანძო მაჩვენებლების ვიჯეტები და ა.შ.).
– თანამშრომლებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სწავლება, კონსულტირება და მენტორობა პროექტების მართვის საკითხებსა და აღნიშნულ ინსტრუმენტებთან მუშაობაში.
– პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ვადების, რესურსებისა და და ამოცანების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, გრაფიკებისა და ანგარიშგების განახლების ჩათვლით.
– შეხვედრების, პრეზენტაციების და ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება პროექტის გუნდსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის საკითხების ოპერატიულად გადასაჭრელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
– უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ეკონომიკური);
– არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში (სასურველია ენერგეტიკული ბაზრისა და მიმწოდებლის საქმიანობის ცოდნა);
– პროექტების მართვის ინსტრუმენტების ფლობა (MS Project, Jira და ანალოგიური), ასევე BI სისტემების (Power BI, Qlik) და პროექტების მართვის მეთოდოლოგიების (PMBOK, Agile, Waterfall) ცოდნა
– პროექტული დოკუმენტაციის წარმოების და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის გამოცდილება;
– პროექტების მართვის სისტემების დანერგვის ან განვითარების გამოცდილება;
– ანალიტიკური აზროვნება, თვითორგანიზების მაღალი დონე, დეტალებზე ორიენტირებულობა;
უცხო ენები
რუსული ენა – თავისუფალი;
ინგლისური - ტექნიკურ დონეზე.
რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტების მენეჯერი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.11.2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.