შეკითხვა: რა შემთხვევაში ხდება დეპოზიტის დარიცხვა?
პასუხი: კომპანიას შეუძლია დაარიცხოს დეპოზიტი შემდეგ შემთხვევებში:
ა) მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;
ბ) მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური;
გ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;
დ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს.
აბონენტს საშუალო მოხმარების ოდენობით ლარში ერიცხება სადეპოზიტო ვალდებულება, მიმდინარე დავალიანებასთნ ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შეკითხვა: იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში, როგორ დავიბრუნო ჩემს მიერ შემოტანილი სადეპოზიტო თანხა?
პასუხი: დეპოზიტის თანხის დასაბრუნებლად მოგვმართეთ განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge განცხადებას უნდა დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- დეპოზიტის თანხის გადახდის ქვითარი;
- სამეწარმეო და საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- იჯარის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია);
- მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი და შევსებული ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება;
- მესაკუთრის სამეწარმეო და საჯარო რეესტრი;
- მესაკუთრის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია).
- ასევე, წერილში მიუთითეთ თქვენი აბონენტის და საკონტაქტო ნომერი.
განცხადების განხილვა 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.
შეკითხვა: როგორ ხდება სუბსიდიის დარიცხვა?
პასუხი: 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა, საქართველოს მთავრობის 52 დადგენილება, რომლიც ითვალისწინებს 0-150 000-ის ჩათვლით ქულის მქონე მოსახლეობის სუბსიდირებას:
სუბსიდირება ხორციელდება შემდეგნაირად:
1. 0-70 000-ის ჩათვლით ქულის მქონე მოსახლეობის შემთხვევაში, სუბსიდირდება თვის ჭრილში მოხმარებული მთლიანი კილოვატი საფეხურების გათვალისწინებით სამივე საფეხურის შემთხვევაში ტარიფი არის სხვადასხვა;
2. 70 0001-150 000-ის ჩათვლით ქულის მქონე მოსახლეობის შემთხვევაში:
ა) 200 კვტ-ს ჩათვლით სუბსიდირდება 1 კვტ/სთ-ზე 3,5 ლარით (0,035 თეთრი). მაგალითად 150 კვტ/სთ-ს მოხმარების შემთხვევაში (150*0,035=5.25) სუბსიდიის თანხა შეადგენს 5,25 ლარს;
ბ) 201 კვტ/დან დაწყებული სუბსიდიის თანხა არის მუდმივი ციფრი და შეადგენს (200*0,035=7) 7 ლარს.
სუბსიდია მოქმედებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
შეკითხვა: როგორ გავიგო ჩემი აბონენტი ნომერი?
პასუხი: აბონენტის ნომრის გასაგებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტრის ნომერზე +995 32 5 000 777, 16 700 და ასევე, დატოვოთ პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ვებ-გვერდის ონლაინ ჩატში.
შეტყობინებას აუცილებლად დაურთეთ შემდეგი ინფორმაცია: აბონენტის ზუსტი მისამართი და ასევე მფლობელის სახელი, გვარი, საკადასტრო კოდი ან პირადი ნომერი.
შეკითხვა: როგორ ხდება ჩვენების დაანგარიშება?
პასუხი: ჩვენების დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
მომხმარებლის მრიცხველიდან ჩვენება თვეში ერთხელ იკითხება, მიმდინარე თვის ბოლოს წაკითხული კილოვატების რაოდენობას აკლდება წინა თვეში წაკითხული კილოვატების რაოდენობა და სხვაობა მრავლდება შესაბამის ტარიფზე. საქართველოში მოქმედი ტარიფები, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, სამ საფეხურიანია და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
შეკითხვა: დავალიანების გადახდის ბოლო ვადა როდემდეა?
პასუხი: ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. კონკრეტული თარიღი ყოველთვის არის მითითებული ქვითარზე.
დამატებით, ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტრის ნომერზე +995 32 5 000 777, 16 700 და ასევე, დატოვეთ პირადი შეტყობინება ფეისბუკში, ან ვებ-გვერდის ონლაინ ჩატში.
შეკითხვა: თანხის გადახდიდან, რამდენ ხანში ხდება ელექტროენერგიის აღდგენა?
პასუხი: სამუშაო დღეებში 16:00 საათამდე და არასამუშაო დღეებში 14:00 საათამდე დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, აბონენტთან ელექტროენერგიის აღდგენა, იმავე დღეს 5 საათის განმავლობაში მოხდება (აუცილებელია თანხა იყოს ასახული ბაზაში), ხოლო სამუშაო დღეებში 16:00 საათის შემდეგ და არასამუშაო დღეებში 14:00 საათის შემდეგ დავალიანების გადახდის შემთხვევაში, ელექტროენერგიის აღდგენა მოხდება მეორე დღეს, დღის 12:00 საათამდე.
შეკითხვა: SMS მომსახურება თუ გაქვთ?
პასუხი: SMS მომსხურება გვაქვს, რომლის გასააქტიურებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge და ნებისმიერ კლიენტთა მომსახურების ცენტრში.
შეკითხვა: როგორ ხდება რეკვიზიტების ცვლილება?
პასუხი: რეკვიზიტის ცვლილებისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge ან მოგვმართეთ კლიენტთა მომსახურების ცენტრში.
საყოფაცხოვრებო სექტორში რეკვიზიტების ცვლილებისათვის - შევსებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, დასკანერებული ფორმით გააგზავნეთ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge და დაურთეთ შემდეგი ფაილები:
1. მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ფართის საკუთრების შესახებ;
3. დროებითი აბონირების შემთხვევაში - დროებითი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. საჭიროების შემთხვევაში - მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული).
ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად გადადით მითითებულ ბმულზე http://telmico.ge/ge/khelshekrulebis-standartuli-pirobebi აირჩიეთ: “უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება - საყოფაცხოვრებო მომხამრებელი”, ხელშეკრულების შესავსებად იხელმძღვანელეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთული შაბლონით https://www.telmico.ge/ge/rogor-shevavsot-khelshekruleba
კომერციულ სექტორში რეკვიზიტების ცვლილებასთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო სექტორში რეკვიზიტების ცვლილებისათვის - შევსებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, დასკანერებული ფორმით გააგზავნეთ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge და დაურთეთ შემდეგი ფაილები:
1. პირადობის მოწმობის ასლები (მესაკუთრის და დროებითი მოსარგებლის);
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ფართის საკუთრების შესახებ;
3. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
4. მესაკუთრის თანხმობის ფორმა;
5. საჭიროების შემთხვევაში - მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული).
ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად გადადით მითითებულ ბმულზე http://telmico.ge/ge/khelshekrulebis-standartuli-pirobebi-2 აირჩიეთ:
ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მცირე საწარმოებისთვის.
ხელშეკრულების შესავსებად იხელმძღვანელეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთული შაბლონით https://www.telmico.ge/ge/rogor-shevavsot-khelshekruleba-2
შეკითხვა: დავალიანების გადანაწილება ან გადავადება, თუ არის შესაძლებელი?
პასუხი: დავალიანების გადავადება/გადანაწილებასთან დაკავშირებით კომპანიას უნდა მიმართოთ განცხადებით. ამის გაკეთება შესაძლებელია ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge ან კლიენტთა მომსახურების ცენტრებში. განცხადებას თან დაურთეთ პირადობის ფოტო და საკონტაქტო ტელეფონი. გადავადება/გადანაწილება ხორციელდება 10 დღის ვადით, იმ პირობით, თუ გადახდილია დასუფთავებისა და წყლის (GWP)-ის დავალიანებები.
შეკითხვა: ელექტროენერგიის აღდგენის შემთხვევაში, თუ ირიცხება ჯარიმა?
პასუხი: აბონენტი, რომელსაც შეეზღუდა ელექტროენერგია გადასახადის გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის გამო, კომპანია თელასი არიცხავს ელექტროენერგიის აღდგენის მომსახურების საფასურს, 2 ლარის ოდენობით.
შეკითხვა: რა პერიოდი სჭირდება განცხადების განხილვას?
პასუხი: სტანდარტულად, განცხადების განხილვას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
შეკითხვა: რამდენ ხანში ერთხელ ხორციელდება მრიცხველის წაკითხვა?
პასუხი: მრიცხველების წაკითხვა ხორციელდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში.
შეკითხვა: დასუფთავების და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, რატო ხდება ელექტროენერგიის გათიშვა?
პასუხი: ერთიანი გადახდა განსაზღვრულია: სემეკის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილებით ,,ქ.თბილისში ელექტროენერგიის განაწილების,საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით ელექტროენერგიის მიწოდების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“. ამ გადაწყვეტილებაში ბოლო ცვლილება შეტანილია 2021 წლის 29 ივლისის #35/22 გადაწყვეტილებით.
შეკითხვა: ბრუნვის ისტორიის მოთხოვნისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: იმისათვის, რომ მიიღოთ ბრუნვის ისტორია, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge განცხადებას თან დაურთეთ მესაკუთრის პირადობის ასლი, ტელეფონის ნომერი და აბონენტის ნომერი. ასევე შეგიძლიათ, მოგვმართოთთ კლიენტთა მომსახურების ცენტრში, მხოლოდ ფართის მესაკუთრემ ან ნოტარიულად მინდობილმა პირმა.
შეკითხვა: შეცდომით გადახდილი დავალიანების ფორმირებისათვის, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: შეცდომით გადახდილი დავალიანების ფორმირებისთვის მოგვმართეთ განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ კლიენტთა მომსახურების ცენტრში, განცხადებას თან დაურთეთ გადახდის დამდადასტურებელი ქვითარი, გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
შეკითხვა: როგორ მივიღო ქაღალდის ქვითარი?
პასუხი: მატერიალური ფორმით ქვითრის მისაღებად მესაკუთრემ უნდა მოგვმართოს განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრებში, განცხადებას თან უნდა დაურთოთ მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
შეკითხვა: ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: თუ გსურთ ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა, ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ კლიენთტა მომსახურების ცენტრში. განცხადებას თან დაურთეთ უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
შეკითხვა: მსურს ჩვენების გადამოწმება
პასუხი: იმისათვის, რომ თქვენს მისამართზე მოხდეს ჩვენების გადამოწმება შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ-ხაზზე -+995 32 5000777, 16 700 და ჩვენი ოპერატორი გადასცემს თქვენს მოთხოვნას, კომპანია თელასს . თუ დადგინდა, რომ არასწორად არის აღებული ჩვენება, 10 სამუშაო დღეში მოხდება დარიცხვის კორექტირება. თუ გნებავთ, რომ ჩვენების გადამოწმების შემდეგ მიიღოთ პასუხი თქვენს მოთხოვნაზე, მოგვწერეთ მეილზე info@telmico.ge განაცხადს დაურთეთ პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და ასევე საკონტაქტო მობილურის ნომერი.
შეკითხვა: მსურს მრიცხველის გადამოწმება ლაბორატორიულად
პასუხი: მრიცხველის ლაბორატორიულად შემოწმებისთვის მესაკუთრემ მოგვწეროს განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@telmico.ge თან დაურთოს მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
შეკითხვა: როგორ მიიღებს მომხმარებელი ქვითარს ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის დავალიანების შესახებ?
პასუხი: მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“ ხოლო, დასუფთავების და წყლის დავალიანების შესახებ - „თელასისგან“.
შეკითხვა: შეიცვალა თუ არა ჩვენების აღების წესი?
პასუხი: მრიცხველები „თელასის“ მფლობელობაშია, ჩვენების წაკითხვას აღნიშნული კომპანია განაგრძობს.
შეკითხვა: „თელმიკოს“ ბაზარზე შემოსვლამ ხომ არ გომოიწვია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება?
პასუხი: არა, აღნიშნულს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება არ გამოუწვევია.
შეკითხვა: კომპანიების გამიჯვნის შემდგომ, როგორ მოხდა აბონენტის მიერ დეპოზიტზე დადებული ან პირად ბალანსზე არსებული თანხის განკარგვა?
პასუხი: თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები ავტომატურად გადავიდა „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახა.
თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ან მცირე საწარმოს წარდგენილი ჰქონდა დეპოზიტი “თელასისათვის”, ან პირად ბარათზე ერიცხებოდა დადებითი ბალანსი, აღნიშნული დეპოზიტის და დადებითი ბალანსის თანხა გადაეცა მიმწოდებელს (თელმიკო) და აისახა მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე.
შეკითხვა: შეიცვალა თუ არა „თელასთან“ არსებული დავალიანების გადანაწილების ხელშეკრულებები?
პასუხი: „თელასთან“ არსებული დავალიანების გადანაწილების ხელშეკრულებების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახა სააბონენტო ბართზე. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით იხდის.
შეკითხვა: SMS-ქვითარი როდის იგზავნება?
პასუხი: მრიცხველიდან ჩვენების აღება ხდება თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში. მომხმარებელი SMS-ქვითარს იღებს მისი ჩვენების წაკითვიდან მეორე დღეს.
შეკითხვა: სად არის “თელმიკოს” კლიენტთა მომსახურების ცენტრების მისამართი?
პასუხი: იხილეთ მისამართები ბმულზე: https://www.telmico.ge/ge/kontaqti
შეკითხვა: რა ნომერზე დავუკავშირდე “თელმიკოს” ქოლ-ცენტრს?
პასუხი: +995 32 5 000 777 ან 16 700
შეკითხვა: “თელმიკოს” ელექტრონული ფოსტის მისამართი?
პასუხი: info@telmico.ge