შპს „თელმიკო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორის პოზიციაზე
-
გამოქვეყნების თარიღი
-
ბოლო ვადა
ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებელთა განცხადებების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება (რეკვიზიტების შეცვლა, ბრუნვის ისტორიის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება ტარიფების, ვალების შესახებ და ა.შ.);
- მომხმარებელთა განცხადებების შესრულების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/დამუშავება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- სააბონენტო ბარათზე თანხის კორექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება და მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება;
- სხვადასხვა სახის სიებისა და ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება;
- მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმება;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
- მომხმარებლებისათვის განმარტებითი ინფორმაციის მიწოდება დავალიანების წარმოშობისა და მიზეზების შესახებ;
- შრომის შინაგანაწესის, საწარმოო და შრომითი დისციპლინის ორგანიზება და კონტროლი;
- კლიენტთა მომსახურების ცენტრის უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთებითა და საქმიანობისათვის აუცილებელი საოფისე ინვენტარით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- რუსული ენა – სასურველია საშუალო ფლობის დონე;
- ინგლისური ენა – სასურველია საშუალო ფლობის დონე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word; PowerPoint - სასურველია საშუალო ფლობის დონე.
პირადი თვისებები და უნარები
- გაძლიერებული ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები: თავაზიანობა, სისწრაფე, ემპათია, ემოციური წონასწორობა.
რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება „აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი“.