EN

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ თელმიკოში არსებულ ვაკანსიებს

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას Call-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

  • გამოქვეყნების თარიღი

  • ბოლო ვადა

ფუნქცია-მოვალეობები

 

1. აბონენტებისთვის მომსახურების გაწევა. (აბონენტის მოთხოვნით);

2. მომხმარებლის მომსახურება ზარების, ვებ ჩატის, სოციალური ქსელების ან სხვა დამატებითი სერვისების საშუალებით კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

3. კლიენტებთან ურთიერთობაში სიზუსტისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფა;

4. შემოსული საჩივრების დროული შესწავლისა და რეაგირების კონტროლის განხორციელება;

5. ცალკეულ შემთხვევებში ცვლის უფროსთან ურთიერთქმედება;

6. დავალიანების გადანაწილება, ისტორიის შემოწმება, გადავადება, აბონენტის რეგისტრაცია/ რეკვიზიტების შესვლა და ა.შ; 

7. ორგანიზაციაში აბონენტთან ურთიერთობის ეტიკეტის დაცვა;

8. მუდმივი პროფესიული განვითარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

-  საშუალო/პროფესიული განათლება;

-  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

-  დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;

-  გუნდური მუშაობის უნარი.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა

 

–   ოპერაციული სისტემა Microsoft Windows;

–   MS Outlook.

 

უცხო ენები

 

-   რუსული ენა – საშუალოდ ფლობის დონე;

-   ინგლისური - საშუალოდ ფლობის დონე.

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია

 

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge 

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „Call-ცენტრის ოპერატორი“. 

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.11.2025 წ.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.

ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.