EN

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ თელმიკოში არსებულ ვაკანსიებს

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე

  • გამოქვეყნების თარიღი

  • ბოლო ვადა

ფუნქცია-მოვალეობები

 

– საბილინგო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა;

– საბილინგო სისტემის მონაცემთა ბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა;

– დაბალი და საშუალო სირთულის საბილინგო სისტემის გაუმჯობესებების (მოდიფიკაციების) შემუშავება და დანერგვა.

– საბილინგო სისტემის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა;

– საბილინგო სისტემის განვითარებისა და დანერგვის სერვისების ინტეგრაცია სხვა შიდა/გარე სერვისებთან;

– პროგრამული პაკეტებისა და ხელსაწყოების შესწავლა, შეფასება და დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;

– კომპანიაში არსებული ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება და ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა;

– პროგრამირების ამოცანების დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

– მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამისტის პოზიციაზე.

– Java-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

– Spring Boot-ისა და Spring Framework-ის ძლიერი ცოდნა;

– პრაქტიკული გამოცდილება Hibernate-თან (ORM);

– SQL-ის კარგი ცოდნა და JDBC-სთან პრაქტიკული გამოცდილება;

– გამოცდილება რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (მაგ.: PostgreSQL, Oracle);

– Git-ის გამოყენების გამოცდილება ვერსიის კონტროლისთვის (GitHub/GitLab);

– CI/CD კონცეფციებისა და პაიპლაინების საბაზისო/პრაქტიკული ცოდნა.

 

პრიორიტეტი მიენიჭება:

 

– უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;

– Jmix-ის და/ან Angular-ის ცოდნა;

– HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნა;

– საბილინგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

– ენერგეტიკის/კომუნალური სფეროს გამოცდილება;

– API არქიტექტურისა და RPC კონცეფციების გაგება;

– საჯარო პორტფოლიო (მაგ.: GitHub) კარგად მოვლილი პროექტებით და/ან ღია კოდში (open-source) მნიშვნელოვანი კონტრიბუციებით;

– ვერსიის კონტროლის კარგი პრაქტიკები: მკაფიო commit message-ები, მცირე/ფოკუსირებული commit-ები, სუფთა branching/PR პროცესი.

 

უნარები და პიროვნული თვისებები

 

– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენა;

– ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრიორიტეტების მართვა;

– რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების უნარი;

– ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

– გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

– სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

უცხო ენები

 

− რუსული ენა – საშუალო დონეზე;

− ინგლისური ენა - ტექნიკურ დონეზე.

 

ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ოთარ ჩხეიძის №10.

 

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00.

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია

 

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროგრამისტი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.10.2026 წ.