ელექტროენერგიის გადასახადზე დამატებითი ვადით სარგებლობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკიგადაწყვეტილებითთბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

 

ახალი სისტემის ამოქმედება მათ შორის გულისხმობს ელექტროენერგიის გადასახადზე დამატებითი ვადით სარგებლობის უფლებას მომხმარებლებზერომლებიც:

 

• რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაშისაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• არიან პენსიონერები;

• „სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობასრეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს;

• სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსითსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

 

საშეღავათო პერიოდის სარგებლობისთვის აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლებმა „თელმიკოში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმა.

 

აღნიშნული დოკუმენტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე info@Telmico.ge-ზე ან წარმოადგინოთ კლიენტთა მომსახურების ცენტრშითბილისიოთარ ჩხეიძის 10-ში.

 

ელექტროენერგიის საფასურის გადახდას შეძლებენ - პენსიონერები ყოველი თვის 16 რიცხვამდეხოლოსოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ყოველი თვის 22 რიცხვამდე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 5 000 777 & 16 700