2021 წლის 1 ივლისიდან ქ.თბილისში ელექტრომიმწოდებელ საქმიანობას განახორციელებს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია - „თელმიკო“.
შპს „თელმიკო“ ელექტროენერგიით უზრუნველყოფს დედაქალაქის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. ასევე განახორციელებს ისეთ საქმიანობას როგორიცაა: ქვითრების დაგზავნა, ფინანსური ანგარიშსწორება, მომხმარებელის სახელშეკრულებო მომსახურება და სხვა.
შპს „თელმიკო“ მიაწვდის ელექტროენერგიას, როგორც უნივერსალური, საჯარო და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლი.
კომპანია „თელმიკო“უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მუდმივად ავითარებს ბიზნესის ეფექტურ მოდელს, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული კლიენტის მოთხოვნებზე.
ჩვენ ვისწრაფით ვიყოთ ღია, ხელმისაწვდომი და კომფორტული პარტნიორი.