EN

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ თელმიკოში არსებულ ვაკანსიებს

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე

  • გამოქვეყნების თარიღი

  • ბოლო ვადა

ფუნქცია-მოვალეობები

  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების მართვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და დანერგვის პროცესების მართვა ორგანიზაციაში. 
  • ბილინგის სისტემისა და სხვა ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტების მომზადება, დანერგვა და კონტროლი. 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტთან თანამშრომლობა, ბიზნეს-ლოგიკის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის. 
  • შიდა და გარე ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა. 
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების და შიდა პოლიტიკის სტანდარტების დაცვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის, ცვლილებების ან ახალი მოდულების ტესტირების და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის მართვა და კონტროლი. 
  • IT ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

პროფესიონალური კომპეტენციები

 

  • ტექნიკური ცოდნა - პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, პროგრამირების ენებისა, მონაცემთა ბაზების, DevOps, CI/CD და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
  • გამოცდილება 5+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და 2+ წელი მართვის პოზიციაზე. 
  • განვითარების მეთოდოლოგიები – Agile, Scrum, Kanban, Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა და პროცესების ადაპტაცია.
  • პროექტების მართვის გამოცდილება – პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის, დროის შეფასება, რისკების მართვა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია.

 

ლიდერული და მმართველობითი უნარები

 

  • გუნდის მართვა - გამოცდილება პერსონალის შერჩევაში, მოტივაციაში და შემდგომ განვითარებაში. 
  • სტრატეგიული აზროვნება – ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარების დაგეგმვა განყოფილებაში.
  • კომუნიკაცია – იდეების სწორი გადმოცემის უნარი გუნდისთვის, დამკვეთებისა და ხელმძღვანელობისთვის. 
  • კონფლიქტების გადაწყვეტა - გუნდში სხვადასხვა თვალთახედვასთან მუშაობის გამოცდილება.

 

ბიზნეს კომპეტენციები 

 

  • ბიზნეს მიზნების გაგება - ტექნიკური გადაწყვეტილებების დაკავშირება ბიზნეს ამოცანებთან. 
  • ფინანსური ცოდნა – ბიუჯეტის და განვითარების ხარჯების მართვის პრინციპების ცოდნა. 
  • შეკვეთებთან მუშაობა – მოლაპარაკებების წარმოების და მოლოდინების მართვის უნარები.

 

პიროვნული თვისებები 

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობის მიღების მზადყოფნა.
  • ადაპტაციის უნარი – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
  • სწავლაზე ორიენტირებულობა – მუდმივი ტექნიკური და მმართველობითი უნარების განვითარება.

 

უცხო ენები

 

  • ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე; 
  • რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
  • ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე.

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge .

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.