EN

სიახლეები

გადადით კომფორტულ და ეკოლოგიურ ელექტრონულ ქვითარზე

 

თელმიკოს 550 ათასზე მეტი აბონენტი იღებს ელექტრონულ ქვითარს, რომელიც მათ მობილურ ტელეფონზე სმს შეტყობინებით მისდით. ელექტრონული ქვითარი, ქაღალდის ქვითრის ანალოგიურად, არის სრულფასოვანი იურიდიული დოკუმენტი.

ელექტრონული ქვითრის უპირატესობებია:

•   ის ქაღალდის ქვითარზე ადრე მოდის

•   არ იკარგება მიღებისას

•   მისი თან ტარება საჭირო არ არის, ის ყოველთვის ხელმისაწვდომია ონლაინ

•   თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ის და შეინახოთ ცალკე ტელეფონის საქაღალდეში

•   თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია

•   თქვენ მარტივად შეძლებთ ოჯახის წევრების ან ახლობლების დავალიანების დაფარვას

•   ქაღალდის ქვითარზე უარის თქმით თქვენ ზრუნავთ გარემოზე და ამცირებთ ხეების ჩეხვას

 

თუ თქვენ დღემდე იღებთ ქაღალდის ქვითარს, ეს ნიშნავს რომ ჩვენს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება თქვენი ტელეფონის ნომერი. ელექტრონულ ქვითარზე გადასასვლელად საჭიროა მოგვმართოთ ნებისმიერ მომსახურების ცენტრში ან მოგვწეროთ მეილზე info@telmico.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 500 07 77 ან მოკლე ნომერზე 16 700