განახლებადი ენერგიის წილის ასახვა მომხმარებლის ქვითარში – ახალი რეგულაცია ამოქმედდა
განახლებადი ენერგიის წილის ასახვა მომხმარებლის ქვითარში – ახალი რეგულაცია ამოქმედდა
04/08/2025
პრეს რელიზი
თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკო“, გაცნობებთ, ენერგეტიკის სფეროში ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, კომპანიის მიერ ყოველთვიურად მომხმარებლებისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის ქვითრებში დამატებით აისახება ინფორმაცია განახლებადი ენერგიიდან მოხმარებული ელექტროენერგიის წილების შესახებ.
რეგულაციის მიზანია განახლებადი ენერგიის წილის გამჭვირვალედ წარმოდგენა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ელექტროენერგის მოხმარების განაწილებაზე და რეალურად ჩაერთონ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განვითარების პროცესში.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური არჩევანის მხარდაჭერისა, ქვითრებში ასახული იქნება ინფორმაცია იმ ენერგიის წყაროების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იყო კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში.
ძირითადი ენერგიის წყაროები მოიცავს:
- ჰიდროენერგია
- ქარის ენერგია
- მზის ენერგია
- გეოთერმული ენერგია
- ბირთვული ენერგია
- ბუნებრივი აირი
- ქვანახშირი
- სხვა წყაროები
„თელმიკო“ აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებულ, გამჭვირვალე და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ენერგეტიკის განვითარებას.