სიახლეები

ორი ქვითარი თელმიკოსგან დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავს

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე.

შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.

გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია - დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ქოლ ცენტრის ნომერზე: +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწერე პირადი შეტყობინება Facebook-ში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge