შპს „თელმიკოს“ საგანგებო გაფრთხილება მომხმარებლებისთვის
07/04/2026
შპს „თელმიკოს“ საგანგებო გაფრთხილება მომხმარებლებისთვის
შპს „თელმიკო“აფრთხილებს მოსახლეობას სავარაუდო თაღლითური ქმედებების შესახებ. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს კომპანიის სახელით უკავშირდებიან უცხო პირები და სხვადასხვა საბაბით, მათ შორის აბონენტის ბარათის ან მრიცხველის მონაცემების გადამოწმების მიზეზით, პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ზარები არ ხორციელდება „თელმიკოს“ მიერ და წარმოადგენს შესაძლო თაღლითობის მცდელობას.
„გვსურს განვმარტოთ, რომ კომპანია პერსონალური მონაცემების მოპოვებას მსგავსი მეთოდებით არ ახორციელებს. მოვუწოდებთ მომხმარებლებს იყვნენ ყურადღებით, არ გაუზიარონ პირადი ინფორმაცია საეჭვო პირებს და ენდონ მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებს," - აცხადებენ „თელმიკოში“.