EN

სიახლეები

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ ავლაბარში კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

20 აპრილს, ქალაქ თბილისში, მისამართზე ქეთევან დედოფლის გამზირი 25 თელმიკოს კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა.

ახალ მომსახურების ცენტრში, შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:

 

·  ბრუნვის ისტორიის მიღება;

·  მომხმარებლის განაცხადის მიღება;

·  რეკვიზიტების დაზუსტება;

·   ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;

·   გადახდილი თანხის კორექტირება;

·   დავალიანების გადანაწილება;

·   გადახდის ვადის გადავადება და სხვა.

 

"თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრი აბონენტებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე მოემსახურება. აღნიშნული სერვის ცენტრი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე, მეტრო „ავლაბრის“  ახლოს მდებარეობს,  რაც უზრუნველყოფს კომფორტს და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მას თბილისის ნებისმიერ უბანში მცხოვრები მომხმარებლებისთვის.

 

"თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრები თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში, შემდეგ მისამართებზე მდებარეობს:

 

საბურთალო -  ოთარ ჩხეიძე ქ. №10;

გლდანი -  ომარ ხიზანიშვილი  ქ. №8;

დიდი დიღომი - პეტრე იბერის ქ. №16;

ვარკეთილი - ილია სუხიშვილის ქ. №5;

დიდუბე - აკაკი წერეთლის გამზ. №111.

ავლაბარი - ქეთევან დედოფლის გამზ. 25

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ-ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700. ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე:info@telmico.ge.