თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა
თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ განახორციელება ელექტროენერგიის დარიცხული საფსურის აუცილებელი კორექტირება. შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება.
გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხარებლის ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge