თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
პრეს რელიზი
08/01/2024
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდა. მომხმარების საფეხურების შესაბამისად 1 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებამ შეადგინა:
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის:
მომხმარებლის კატეგორია |
ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) |
0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ ჩათვლით |
15,04 თეთრი |
101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ ჩათვლით |
19,05 თეთრი |
301 კვტ.სთ და მეტი |
23,53 თეთრი |
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის:
ძაბვის საფეხური |
ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) |
35 - 110 კვტ.სთ |
24,37 თეთრი |
3,3-6-10 კვტ.სთ |
26,64 თეთრი |
220/380 (მცირე საწარმო) |
29,93 თეთრი |
განახლებული ტარიფები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევიდა. შესაბამისად, შემცირებული ტარიფით დაანგარიშებული გადასახადი თებერვლის ქვითარში აისახება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, შემდეგ ნომრებზე: +995 32 5 000 777; 16 700, ან მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფორტის მისამართზე info@telmico.ge