თელმიკოს აბონენტები შემცირებული ტარიფით დაანგარიშებული ქვითრის მიღებას 30 იანვრიდან დაიწყებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. თელმიკოს მიერ, შემცირებული ტარიფით დაანგარიშებული ქვითრის დაგზავნა 30 იანვრიდან დაიწყება.
1 კილოვატის ღირებულება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:
მომხმარებლის კატეგორია |
0 -დან 101 კვტსთ-ის ჩათვლით
|
101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით |
301 კვტსთ-დან და მეტი |
ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით |
15.04146 |
19.05346 |
23.53746 |
1 კილოვატის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:
მომხმარებლის კატეგორია |
35-110კვტსთ |
3,3-6-10 კვტსთ |
220/380 მცირე საწარმოები |
ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით |
24.37054 |
26.64676 |
29.93188 |
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, შემდეგ ნომრებზე: +995 32 5 000 777; 16 700, ან მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფორტის მისამართზე info@telmico.ge