თელმიკოს აბონენტებს, რეკვიზიტების შეცვლა (აბონენტად რეგისტრაცია) და კომერციული სახის ინფორმაციის მიღება (ბრუნვის ისტორია), იუსტიციის სახლის დახმარებით შეუძლიათ
თელმიკოს აბონენტებს, რეკვიზიტების შეცვლა (აბონენტად რეგისტრაცია) და კომერციული სახის ინფორმაციის მიღება (ბრუნვის ისტორია), იუსტიციის სახლის დახმარებით შეუძლიათ.
იუსტიციის სახლსა და თელმიკოს (თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მისულ მომხმარებელს შეუძლია შეავსოს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, ასევე დაწეროს განცხადება ბრუნვის ისტორიის ან სხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.
თელმიკოსთვის, მომხმარებლის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტების მიწოდებას, უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფს იუსტიციის სახლი. რომლის შემდგომ, რამოდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელი, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისგან, სმს შეტყობინების სახით, მიიღებს ინფორმაციას გაწეული მომსახურების შესახებ.
თბილისში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც თბილისის ასევე საქართველოს მასშტაბით მდებარე 117 იუსტიციის სახლის და მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, შემდეგ ნომრებზე: +995 32 5 000 777; 16 700, ან მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფორტის მისამართზე info@telmico.ge