"თელმიკოს" პირადი კაბინეტი – კომპანიის სერვისები ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი
პრეს რელიზი
24/11/2025
"თელმიკოს" "პირადი კაბინეტი" – კომპანიის სერვისები ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი
თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია - "თელმიკო“ მომხმარებლებს ახალ ციფრულ სერვისს - "პირად კაბინეტს" - სთავაზობს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე: www.telmico.ge.
პირადი კაბინეტი არის თანამედროვე ციფრული პროდუქტი, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს მარტივად და მოსახერხებლად მართონ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელთან ურთიერთობის მაქსიმალური გამარტივება და კომფორტული გარემოს შექმნა.
"თელმიკოს“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია, განახორციელონ სხვადასხვა ოპერაცია და გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი ნებისმიერ დროს - სწრაფად, უსაფრთხოდ და ოფისში მისვლის გარეშე.
"პირადი კაბინეტის" საშუალებით შეგიძლიათ:
· ერთ სივრცეში მართოთ რამდენიმე აბონენტი - ბინა, ოფისი ან აგარაკი;
· შეამოწმოთ ბალანსი და დროულად მიიღოთ ინფორმაცია დავალიანების შესახებ;
· გადაიხადოთ ელექტროენერგიის საფასური ონლაინ, რიგისა და მოლოდინის გარეშე;
· იხილოთ და ჩამოტვირთოთ ქვითრები და გადახდების სრული ისტორია;
· მყისიერად გადაამოწმოთ, არის თუ არა ობიექტზე ელექტრომომარაგება - ზარის გარეშე;
· დისტანციურად გააფორმოთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება;
· ვებ-ჩათის საშუალებით დაუკავშირდეთ კომპანიის სპეციალისტებს და მიიღოთ პასუხები ყველა კითხვაზე.
პირადი კაბინეტით სარგებლობა ძალიან მარტივია, მოსახერხებელი ნავიგაცია, 24-საათიანი წვდომა და ყველა საკითხის დისტანციურად გადაწყვეტის შესაძლებლობა. მას თითოეული მომხმარებლისთვის საიმედო ინსტრუმენტად აქცევს.
რეგისტრაცია ძალიან მარტივია:
დაასკანერეთ "პირადი კაბინეტის" QR-კოდი ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.
შეავსეთ მოკლე რეგისტრაციის ფორმა და ყველა ფუნქცია მაშინვე გახდება თქვენთვის ხელმისაწვდომი!
ვებგვერდი: my.telmico.ge
ქოლ-ცენტრი: 0 32 5 000 777 / 16 700
ელ. ფოსტა: info@telmico.ge
"პირადი კაბინეტის" QR-კოდი: