კითხვა: მიმწოდებელ კომპანიასათნ, იგივე - შპს „თელმიკოსთან“, როგორ უნდა გავაფორმო ხელშეკრულება?
პასუხი: ხელშეკრულების გასაფორმებლად, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge, გადმოგზავნოთ შევსებული და ხელმოწერილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, პირადობის მოწმობის ფოტოასლი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ფართის მესაკუთრეობის შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ „თელმიკოს“ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ კლიენტთა მომსახურების ცენტრს და ადგილზე შეავსოთ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება.
კითხვა: რეგისტრირებულ აბონენტზე რეკვიზიტი როგორ იცვლება?
პასუხი: რეკვიზიტის ცვლილებისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge, ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრში ან მიმართოთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.
იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მოგვმართავთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
საყოფაცხოვრებო სექტორში რეკვიზიტების ცვლილებისათვის - შევსებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, დასკანერებული ფორმით გამოაგზავნეთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;
• ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ფართის საკუთრების შესახებ;
• ფართის დროებით აბონირების შემთხვევაში - დროებითი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• საჭიროების შემთხვევაში - მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული).
ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად გადადით მითითებულ ბმულზე http://telmico.ge/ge/khelshekrulebis-standartuli-pirobebi აირჩიეთ: “უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება - საყოფაცხოვრებო მომხმარებელი” დანართი №1, ხელშეკრულების შესავსებად იხელმძღვანელეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ატვირთული შაბლონით https://www.telmico.ge/ge/rogor-shevavsot-khelshekruleba
კომერციულ სექტორში რეკვიზიტების ცვლილებასთან დაკავშირებით - შევსებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, დასკანერებული ფორმით გააგზავნეთ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge და დაურთეთ შემდეგი ფაილები:
• პირადობის მოწმობის ასლები (მესაკუთრის და დროებითი მოსარგებლის);
• ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ფართის საკუთრების შესახებ;
• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
• მესაკუთრის თანხმობის ფორმა;
• საჭიროების შემთხვევაში - მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული).
ხელშეკრულების ფორმის ჩამოსატვირთად გადადით მითითებულ ბმულზე http://telmico.ge/ge/khelshekrulebis-standartuli-pirobebi-2 აირჩიეთ: დანართი №2, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მცირე საწარმოებისთვის.
ხელშეკრულების შესავსებად, იხელმძღვანელეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ატვირთული შაბლონით https://www.telmico.ge/ge/rogor-shevavsot-khelshekruleba-2
კითხვა: როგორ გავიგო ჩემი აბონენტის ნომერი?
პასუხი: აბონენტის ნომრის გასაგებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge, ან დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრის ნომრებზე: +995 32 5 000 777 ან 16 700 და ასევე, დატოვოთ პირადი შეტყობინება Facebook Messenger-ში, ვებ გვერდის WhatsApp-ში ან ონლაინ ჩატში.
შეტყობინებას აუცილებლად დაურთეთ შემდეგი ინფორმაცია:
• აბონენტის ზუსტი მისამართი;
• მფლობელის სახელი და გვარი;
• საკადასტრო კოდი;
• პირადი ნომერი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
• მრიცხველის ნომერი.
კითხვა: რა არის დეპოზიტი?
პასუხი: დეპოზიტი – თანხა ან საბანკო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი წარუდგენს მიმწოდებელს მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.
კითხვა: რა შემთხვევაში ხდება დეპოზიტის დარიცხვა?
პასუხი: კომპანიას შეუძლია დაარიცხოს დეპოზიტი შემდეგ შემთხვევებში:
• მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;
• მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური;
• მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;
• თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს;
• აბონენტს საშუალო მოხმარების ოდენობით ლარში ერიცხება სადეპოზიტო ვალდებულება, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
*გაითვალისწინეთ
დაუშვებელია დეპოზიტის მოთხოვნა თუ მომხმარებელი:
• რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
• საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს პენსიონერს.
კითხვა: იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში, როგორ დავიბრუნო ჩემს მიერ შემოტანილი სადეპოზიტო თანხა?
პასუხი: დეპოზიტის თანხის დასაბრუნებლად მოგვმართეთ განცხადებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge, განცხადებას დაურთეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• დეპოზიტის თანხის გადახდის ქვითარი;
• ფართის სამეწარმეო და საჯარო რეესტრის ამონაწერი;
• იჯარის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ასლის ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია);
• მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი და შევსებული ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება;
• მესაკუთრის სამეწარმეო და საჯარო რეესტრი;
• მესაკუთრის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტოსურათი ან დასკანერებული ვერსია);
• ასევე, წერილში მიუთითეთ თქვენი აბონენტის და მობილური ტელეფონის ნომერი.
*გაითვალისწინეთ
განცხადების განხილვა 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.
- რა არის დეპოზიტის დარიცხვის მიზეზი, რა შემთხვევაში შეიძლება დაერიცხოს მომხმარებელს დეპოზიტი?
„სემეკის“ №47-ე დადგენილების საფუძველზე, „თელმიკო“ უფლებამოსილია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მოითხოვოს, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვა, შემდეგ შემთხვევებში:
- უძრავი ქონების ან მისი ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში;
- თუ მომხმარებელმა, 12 თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური;
- თუ მომხმარებელს, საფასურის გადაუხდელობისათვის, არ მიეწოდება ელექტროენერგია 5-თვიანი ან უფრო ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;
- არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამასთან:
ა) მომხმარებელს არ გააჩნია ქონება, რომელიც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით;
ბ) მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონება უფლებრივად დატვირთულია, რაც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქმნის მიმწოდებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ვარაუდის საფუძველს.
კითხვა: რა ნაბიჯებს დგამს თელმიკო დეპოზიტის დარიცხვამდე?
პასუხი: მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემდეგ, მიმწოდებელი კომპანია (თელმიკო), SMS-ის შეტყობინებით აფრთხილებს მომხმარებელს, აღარ დაარღვიოს საფასურის გადახდის ქვითრით განსაზღვრული ვადა, ვინაიდან მესამე ვადაგადაცილების შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლისათვის დეპოზიტის დარიცხვის შესაძლებლობას.
კითხვა: სად აისახება დეპოზიტის თანხა და როდის შეძლებს მომხმარებელი მის გამოყენებას?
პასუხი:
- დეპოზიტი წარმოადგენს მომხმარებლის მიერ მომსახურების გადახდის საგარანტიო თანხას, რომელიც აისახება აბონენტის ინდივიდუალურ ბარათზე. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი დაარღვევს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების პირობებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია დავალიანებაში გაქვითოს ხსენებული თანხა და შესაბამისი ოდენობით შეამციროს მომხმარებლის დავალიანება;
- თუ სადეპოზიტო ვალდებულება დარიცხულია მომსახურების საფასურის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირდა გადახდის ვადის დარღვევა, მომხმარებელს ავტომატურად ეხსნება სადეპოზიტო ვალდებულება და თანხა უბრუნდება სააბონენტო ბარათზე, ხოლო განცხადების საფუძველზე შესაძლებელია თანხა დაბრუნდეს მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე;
- მომხმარებელს, რომელსაც დეპოზიტი ერიცხება გადასახადის სამჯერ ვადაგადაცილების გამო ან მომსახურების გადაუხდელობისთვის უწყვეტი 5 თვიანი ან მეტი ხნის განმავლობაში ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, შეუძლია დაფაროს მიმდინარე დავალიანება შემოტანილი დეპოზიტის თანხით იმ პირობით, თუ მომდევნო თვის დავალიანებასთან ერთად, მოხდება დეპოზიტიდან გაქვითული თანხის შევსებაც;
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სადეპოზიტო ვალდებულება უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში (ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა ) დაეკისრა, დეპოზიტზე შეტანილი თანხა ბრუნდება მხოლოდ აღნიშნული ქონების სარგებლობის დასრულების შემდეგ, თუ ამ დროისათვის მას არ ექნება მიმწოდებლის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები.
კითხვა: „თელმიკოს“ ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: თუ გსურთ ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა, ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრში. განცხადებას თან დაურთეთ უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და მობილური ტელეფონის ნომერი.
კითხვა: ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის შემდეგ, მისი აღდგენის შემთხვევაში, თუ ირიცხება ჯარიმა?
პასუხი: აბონენტი, რომელსაც შეეზღუდა ელექტროენერგია გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის გამო, კომპანია „თელასი“ არიცხავს ელექტროენერგიის აღდგენის მომსახურების საფასურს - 2 ლარის ოდენობით.
კითხვა: რა პერიოდი სჭირდება ნებისმიერი განცხადების განხილვას?
პასუხი: სტანდარტულად, განცხადების განხილვას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
კითხვა: როგორ მივიღო ქაღალდის ქვითარი?
პასუხი: მატერიალური ფორმით ქვითრის მისაღებად უნდა მოგვმართოს მესაკუთრემ განცხადებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიოს ნებისმიერ კლიენტთა მომსახურების სერვის ცენტრში. განცხადებას თან უნდა დაურთოს მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის და მობილური ტელეფონის ნომერი.
კითხვა: როგორ გავიაქტიუროთ „თელმიკოს“ SMS ქვითარი?
პასუხი: SMS ქვითრის გასააქტიურებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ოფიციალურად, განცხადების სახით: Facebook Messenger, WhatApp-ის საშუალებით.
განცხადებას უნდა დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოსურათი;
• აბონენტის ნომერი;
• მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც გსურთ SMS სერვისის გააქტიურება.
ნომრის ცვლილება განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ასევე, SMS მომსახურების ჩასართავად, მოგვმართეთ ელექტრონულ
მომსახურების ცენტრში მისამართებზე: https://www.telmico.ge/ge/kontaqti.
*გაითვალისწინეთ, SMS ქვითრის გააქტიურების შემდეგ, თუ მისამართზე ქაღალდის ქვითარს იღებდით აღარ გამოგეგზავნებათ.
კითხვა: რა პერიოდულობით იგზავნება SMS ქვითარი?
პასუხი: SMS ქვითარი იგზავნება თვეში ერთხელ, ჩვენების აღებიდან 2 დღეში.
კითხვა: როგორც ახალი მობინადრე, როდის მივიღებ SMS შეტყობინებას „თელმიკოსგან“?
პასუხი: ახალი მობინადრე, მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიიღებს SMS შეტყობინებას, მიწოდების ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ნომერზე.
კითხვა: ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის დავალიანების შესახებ, რომელი კომპანიებისგან ვიღებ SMS ქვითარს?
პასუხი: მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ელექტროენერგიის საფასურის SMS ქვითარს იღებს „თელმიკოსგან“ ხოლო, დასუფთავების და წყლის დავალიანების შესახებ - „თელასისგან“ სახელწოდებით - KOMUNALURI.
კითხვა: რა თანმიმდევრობით ხდება მრიცხველიდან ჩვენების აღება და შემდეგ ქვითრის ფორმირება?
პასუხი: კომპანია „თელასის“ თანამშრომლები, მრიცხველიდან ჩვენებას იღებენ, თვის ბოლო 4 დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენების აღებიდან, 2 დღის ვადაში ხდება ქვითრის ფორმირება.
კითხვა: რას ნიშნავს „-‘’ (მინუს) ნიშნით აღნიშნული თანხა ქვითარში?
პასუხი: „-‘’ ნიშნით ქვითარში ასახულია მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც დადებით ბალანსად არის ასახული ბარათზე.
კითხვა: მისამართზე ჩვენების გადამოწმებისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: იმისათვის, რომ თქვენს მისამართზე მოხდეს ჩვენების გადამოწმება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრის ნომრებზე: +995 32 5 000 777 ან 16 700, და ჩვენი ოპერატორი გადასცემს თქვენს მოთხოვნას კომპანია “თელასს”. თუ დადგინდა, რომ არასწორად არის აღებული ჩვენება, 10 სამუშაო დღეში მოხდება დარიცხვის კორექტირება.
თუ გნებავთ, რომ ჩვენების გადამოწმების შემდეგ მიიღოთ პასუხი თქვენს მოთხოვნაზე, მოგვწერეთ მეილზე: info@telmico.ge, განაცხადს დაურთეთ პირადობის მოწმობის ასლი, აბონენტის ნომერი და ასევე, მობილური ტელეფონის ნომერი.
კითხვა: როგორ ხდება ჩვენების/მოხმარებული ელექტროენერგიის დაანგარიშება?
პასუხი: ჩვენების დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
მომხმარებლის მრიცხველიდან თვეში ერთხელ, თვის ბოლოს იკითხება ჩვენება კომპანია „თელასის“ მიერ, წაკითხული კილოვატების რაოდენობას აკლდება წინა თვეში წაკითხული კილოვატების რაოდენობა და სხვაობა მრავლდება შესაბამის ტარიფზე. საქართველოში მოქმედი ტარიფები, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, სამ საფეხურიანია და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
კითხვა: როგორ გადავიხადო დავალიანება?
პასუხი: მომხმარებლისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის ვადა განისაზღვრება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით და მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
მომხმარებელი ვალდებულია, კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან ქვითარი.
*გაითვალისწინეთ - "თელმიკოს" ქვითარში ასახული 2 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში, ელ.ენერგიის გათიშვა არ მოხდება.
დავალიანების გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკსა თუ მათი მობილური აპლიკაციით.
კითხვა: დავალიანების გადახდის ბოლო ვადა როდემდეა?
პასუხი: ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა, ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. კონკრეტული თარიღი ყოველთვის არის მითითებული ქვითარზე.
დამატებით, ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „თელმიკოს“ კონტაქტ ცენტრს ნომრებზე: +995 32 5 000 777 ან 16 700 და ასევე, დატოვეთ პირადი შეტყობინება Facebook Messenger-ში, ვებ გვერდის ონლაინ ჩატში ან WhatsApp-ში.
კითხვა: დავალიანების გადაუხდელობის გამო გათიშული აბონენტისათვის, რამდენ ხანში ხდება ელექტროენერგიის აღდგენა?
პასუხი: სამუშაო დღეებში 16:00 საათამდე და არასამუშაო დღეებში 14:00 საათამდე დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, აბონენტთან ელექტროენერგიის აღდგენა, იმავე დღეს 5 საათის განმავლობაში მოხდება (აუცილებელია თანხა იყოს ასახული ბაზაში).
სამუშაო დღეებში 16:00 საათის შემდეგ და არასამუშაო დღეებში 14:00 საათის შემდეგ, დავალიანების გადახდის შემთხვევაში, ელექტროენერგიის აღდგენა მოხდება მეორე დღეს, დღის 12:00 საათამდე.
კითხვა: დავალიანების გადანაწილება ან გადავადება, თუ არის შესაძლებელი?
პასუხი: „თელმიკოს“ განცხადებით უნდა მოგვმართოთ, თუ გსურთ დავალიანების გადავადება ან გადანაწილება.
მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ ნებისმიერ კლიენტთა მომსახურების ცენტრში.
განცხადებას თან დაურთეთ:
• პირადობის ფოტო;
• მობილური ტელეფონის ნომერი.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ ხორციელდება მრიცხველის წაკითხვა?
პასუხი: მრიცხველების წაკითხვა ხორციელდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ (თელასი).
კითხვა: დასუფთავების და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, რატომ ხდება ელექტროენერგიის გათიშვა?
პასუხი: ერთიანი გადახდა განსაზღვრულია: სემეკის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისში ელექტროენერგიის განაწილების, საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით ელექტროენერგიის მიწოდების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“. ამ გადაწყვეტილებაში ბოლო ცვლილება შეტანილია 2021 წლის 29 ივლისის №35/22 გადაწყვეტილებით.
კითხვა: ბრუნვის ისტორიის მოთხოვნისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: იმისათვის, რომ მიიღოთ ბრუნვის ისტორია, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge, განცხადებას თან დაურთეთ:
• მესაკუთრის პირადობის ასლი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
• აბონენტის ნომერი.
ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ კლიენტთა მომსახურების ცენტრში, მხოლოდ ფართის მესაკუთრემ ან ნოტარიულად დამოწმებულად მინდობილმა პირმა.
კითხვა: შეცდომით გადახდილი დავალიანების ფორმირებისათვის, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: შეცდომით გადახდილი დავალიანების ფორმირებისთვის, მოგვმართეთ განცხადებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge ან გვეწვიეთ კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრში, განცხადებას თან დაურთეთ:
• გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
• გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
• აბონენტის ნომერი;
• მობილური ტელეფონის ნომერი.
კითხვა: მისამართზე მრიცხველის ლაბორატორიულად გადამოწმებისათვის, რა არის საჭირო?
პასუხი: მრიცხველის ლაბორატორიულად შემოწმებისათვის, მესაკუთრემ უნდა მოგვმართოს განცხადებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@telmico.ge, წერილს თან დაურთეთ დოკუმენტაცია:
• მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;
• აბონენტის ნომერი;
• მობილური ტელეფონის ნომერი.
ინფორმაცია მრიცხველის ლაბორატორიულად გადამოწმებისათვის გადაეცემა გამანაწილებელ კომპანიას „თელასს“.
კითხვა: როგორ ითვლება დაზიანებული მრიცხველის შემთხვევაში მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯი?
პასუხი: წლიური ხარჯიდან ანგარიშდება დღიური საშუალო ხარჯი, რომლის მიხედვითაც ანგარიშდება დაზიანებული მრიცხველის შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი.
კითხვა: სად მდებარეობს “თელმიკოს” კლიენტთა მომსახურების ცენტრების?
პასუხი: იხილეთ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების მისამართები მითითებულ ბმულზე: https://www.telmico.ge/ge/kontaqti
კითხვა: რა ნომერზე დავუკავშირდე “თელმიკოს” კონტაქტ ცენტრს?
პასუხი: დაგვიკავშირდით ნომრებზ: +995 32 5 000 777 ან 16 700.
კითხვა: “თელმიკოს” ელექტრონული ფოსტის მისამართი?
პასუხი: info@telmico.ge