სიახლეები

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

 

ახალი სისტემის ამოქმედება მათ შორის გულისხმობს ელექტროენერგიის გადასახადზე დამატებითი ვადით სარგებლობის უფლებას მომხმარებლებზე, რომლებიც:

 

რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

არიან პენსიონერები;

• „სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს;

სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

 

საშეღავათო პერიოდის სარგებლობისთვის აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლებმათელმიკოში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმა.

 

აღნიშნული დოკუმენტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე info@Telmico.ge-ზე ან წარმოადგინოთ კლიენტთა მომსახურების ცენტრში, თბილისი, ოთარ ჩხეიძის 10-ში.

 

ელექტროენერგიის საფასურის გადახდას შეძლებენ - პენსიონერები ყოველი თვის 16 რიცხვამდე, ხოლო, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ყოველი თვის 22 რიცხვამდე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 5 000 777