EN

სიახლეები

თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის სექტორში საჯარო მომსახურების გაწევის ვადა გაუგრძელდა

 

 

პრეს რელიზი

11/15/2026 

თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის სექტორში საჯარო მომსახურების გაწევის ვადა გაუგრძელდა 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო) ელექტროენერგიის სექტორში საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულებები გაუგრძელდა.

მთავრობის №167 დადგენილების შესაბამისად, კომპანია გააგრძელებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ფუნქციების შესრულებას.

„თელმიკოს“ საქმიანობა კვლავ მიმართული იქნება მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებასა და თბილისის მცხოვრებლებისა და ბიზნესსექტორის საჭიროებებზე მორგებული სერვისების სრულყოფაზე.

გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, კომპანია გააგრძელებს ციფრული გადაწყვეტების გეგმაზომიერ დანერგვასა და აბონენტებთან კომუნიკაციის არხების განვითარებას. „თელმიკოს“ საქმიანობა კვლავ ორიენტირებული იქნება დაკისრებული ფუნქციების შესრულებასა და მომხმარებელთა სტაბილური მომსახურების უზრუნველყოფაზე.