თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ ვარკეთილში კლიენტთა მომსახურების ცენტრი გახსნა
თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი ვარკეთილში გახსნა.
ამიერიდან მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ, ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, ხუთ სხვადასხვა მისამართზე შეძლებს.
ახალი ცენტრის მისამართებია:
ვარკეთილი – ილია სუხიშვილის ქ. №5.
ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:
● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;
● ბრუნვის ისტორიის მიღება;
● მომხმარებლის განაცხადის მიღება;
● რეკვიზიტების დაზუსტება;
● ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
● გადახდილი თანხის კორექტირება;
● დავალიანების გადანაწილება;
● გადახდის ვადის გადავადება და სხვა.
„თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრი აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:
ორშაბათი – 9:00-20:00 სთ.
სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ.
შაბათი – 10:00-15:00 სთ.
გაცნობებთ, რომ ვარკეთილის გარდა „თელმიკოს“ სერვის ცენტრებს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართებზე:
საბურთალო - ოთარ ჩხეიძე ქ. 10
გლდანი - ომარ ხიზანიშვილი ქ. 8
დიდი დიღომი - პეტრე იბერის ქ. 16
დიდუბე - აკაკი წერეთლის გამზ. 111
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700. ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე: info@telmico.ge