სიახლეები

„თელმიკომ“ დიდ დიღომსა და გლდანში კლიენტთა მომსახურების ცენტრები გახსნა

დღეს თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიათელმიკომკლიენტთა მომსახურების ორი ახალი ცენტრი დიდ დიღომსა და გლდანში გახსნა. ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, საბურთალოს გარდა, ორ სხვა ადგილზეც შეძლებს.

ახალი ცენტრების მისამართებია: გლდანიომარ ხიზანიშვილის №8 და დიდი დიღომიპეტრე იბერის №16.

ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა

ბრუნვის ისტორიის მიღება

მომხმარებლის განაცხადის მიღება

რეკვიზიტების დაზუსტება

ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება

გადახდილი თანხის კორექტირება

დავალიანების გადანაწილება

გადახდის ვადის გადავადება და სხვა

თელმიკოსკლიენტთა მომსახურების ცენტრები აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:

საბურთალოს და გლდანის ცენტრი

ორშაბათი – 9:00-20:00 სთ.

სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ.

შაბათი – 10:00-15:00 სთ.

დიდი დიღმის ცენტრი

ორშაბათიპარასკევი – 9:00-18:00 სთ.

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიათელმიკომოპერირება 2021 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. ის დღეს დედაქალაქის 600 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით და უწევს მასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამ დრომდეთელმიკომუკვე გახსნა აბონენტთა მომსახურების სამი ცენტრი. უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნას ის თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიათელმიკოსქოლცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777. ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge.