„თელმიკომ“ დიდუბეში კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი დიდუბეში გახსნა. ამიერიდან მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ, ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას თბილისში, ოთხ სხვადასხვა მისამართზე შეძლებს. ახალი ცენტრის მისამართია:
დიდუბე – ქ. აკაკი წერეთლის №111
ცენტრში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:
· ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;
· ბრუნვის ისტორიის მიღება;
· მომხმარებლის განაცხადის მიღება;
· რეკვიზიტების დაზუსტება;
· ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
· გადახდილი თანხის კორექტირება;
· დავალიანების გადანაწილება;
· გადახდის ვადის გადავადება და სხვა.
„თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრი აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება:
ორშაბათი – 9:00-20:00 სთ.
სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ.
შაბათი – 10:00-15:00 სთ.
გაცნობებთ, რომ დიდუბის გარდა „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრებს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართებზე:
საბურთალო - ქ. ოთარ ჩხეიძე №10;
გლდანი - ქ. ომარ ხიზანიშვილი №8;
დიდი დიღომი - ქ. პეტრე იბერის №16;
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ-ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700. ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე: info@telmico.ge.