ინფორმაციული უსაფრთხოება „თელმიკოსთვის“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი აბონენტებისათვის მიწოდებული სერვისის მაღალმდგრადობასა და მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვაზე. როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, კომპანია მუდმივად ნერგავს და აუმჯობესებს უსაფრთხოების ზომებს საერთაშორისო სტანდარტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (იუმს) განსაზღვრავს იმ პოლიტიკებს, პროცესებსა და კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი სისტემებისა და მომხმარებელთა მონაცემების დაცვას კიბერსაფრთხეებისა და საოპერაციო რისკებისგან.
გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტს, რათა უკეთ გაიგოთ, როგორ ვიცავთ ინფორმაციას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და მდგრად სერვისებს.