EN

ელექტროენერგიის დავალიანების შემოწმების გზები

SMS ქვითარი

ელექტროენერგიის გადასახადის შესახებ ქვითარი იგზავნება SMS შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე, რომელიც უძრავი ქონების მეპატრონემ დააფიქსირა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

SMS ქვითრების სწორად მისაღებად აუცილებელია საკონტაქტო მონაცემების დროული განახლება.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იღებთ SMS ქვითარს, სერვისის გააქტიურება შეგიძლიათ ონლაინ არხებით, როგორიცაა: Web Chat, Facebook DM, Email: info@telmico.ge, WhatsApp ან მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში მისამართებზე მიმართვით.

“პირადი კაბინეტი”
პირად კაბინეტში დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ:
  • მიმდინარე ბალანსის ნახვა;
  • ყველა თქვენი აბონენტის შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • დარიცხვებისა და გადახდების კონტროლი.
ინტერნეტ ბანკის საშუალებით
ეწვიეთ თქვენი ბანკის აპლიკაციას ან ვებგვერდს და მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
  • „გადახდები“
  • „კომუნალური მომსახურება“
  • „ელექტროენერგია“
  • „თელმიკო“

შეიყვანეთ აბონენტის ნომერი - გადასახდელი თანხა ავტომატურად გამოჩნდება.

სწრაფი გადახდის ტერმინალებში
ტერმინალის მენიუში აირჩიეთ:
  • „გადახდები“
  • „კომუნალური მომსახურება“
  • „თელმიკო“

შეიყვანეთ აბონენტის ნომერი - გადასახდელი თანხა ავტომატურად გამოჩნდება.