ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება
ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებელსა და ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. თუ ელექტროენერგია უკვე მოგეწოდებათ, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არ გაქვთ გაფორმებული, ელექტრომომარაგების გასაგრძელებლად საჭიროა მისი გაფორმება.
რისთვის არის საჭირო ხელშეკრულება
ხელშეკრულება ოფიციალურად არეგულირებს ურთიერთობას მომხმარებელსა და მიმწოდებელ კომპანიას — თელმიკოს — შორის: განსაზღვრავს, ვის და რომელ ობიექტზე მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე ადგენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
ხელშეკრულება საჭიროა, რათა:
- ✓ ისარგებლოთ ელექტროენერგიით დადგენილი პირობებით;
- ✓ დროულად მიიღოთ ქვითრები და ინფორმაცია დარიცხვების, გადახდებისა და დავალიანების შესახებ;
- ✓ შეიტყოთ ელექტრომომარაგების დაგეგმილი ან შესაძლო შეწყვეტის შესახებ;
- ✓ იცოდეთ გადახდის წესი და ვადები;
- ✓ იცოდეთ ელექტრომომარაგების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობები;
- ✓ მიმართოთ თელმიკოს დარიცხვებთან, გადახდასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორ გავაფორმოთ ხელშეკრულება
ონლაინ, პირად კაბინეტში
პირად კაბინეტში ხელმისაწვდომია ხელშეკრულების შექმნის მოსახერხებელი ეტაპობრივი ფორმა. მისი საშუალებით შეძლებთ ხელშეკრულების შევსებას, საჭირო დოკუმენტების ატვირთვასა და ხელშეკრულების SMS-კოდით ხელმოწერას.
ხელშეკრულების დაბეჭდვა და ხელით ხელმოწერა საჭირო არ არის.
გადადით პირად კაბინეტშიელექტრონული ფოსტით
შევსებული ხელშეკრულება და საჭირო დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@telmico.ge .
აირჩიეთ ხელშეკრულების ფორმა იმის მიხედვით, თუ რა მიზნით მოიხმართ ელექტროენერგიას:
გჭირდებათ დახმარება ფორმის შევსებაში? იხილეთ ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ეტაპობრივი ვიდეოინსტრუქცია .
ხელშეკრულებას დაურთეთ თქვენი კატეგორიისთვის საჭირო დოკუმენტები:
კლიენტთა მომსახურების ცენტრში
საჭირო დოკუმენტებით მიმართეთ თელმიკოს კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრს. ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ხელშეკრულების გაფორმებაში.
კლიენტთა მომსახურების ცენტრების მისამართებიიუსტიციის სახლში
ხელშეკრულების გაფორმება ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლში.
რა ხდება დოკუმენტების წარდგენის შემდეგ
ხელშეკრულებისა და საჭირო დოკუმენტების მიღების შემდეგ თელმიკო დაარეგისტრირებს განცხადებას. მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ SMS-ს რეგისტრაციის შესახებ.
თუ დოკუმენტები სწორად არის შევსებული და სრულად არის წარმოდგენილი, ორი დღის ვადაში თელმიკო გამოგიგზავნით SMS-ს ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
თუ საჭირო გახდება დოკუმენტების შესწორება ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, თელმიკო გაცნობებთ ამის შესახებ და ხარვეზის გამოსასწორებლად მოგცემთ არანაკლებ სამ დღეს.
გაითვალისწინეთ
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ 28-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მიწოდების ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე. მიწოდების შეწყვეტა განხორციელდება წესებით დადგენილი პროცედურის დაცვით.
გააფორმეთ ხელშეკრულება თქვენთვის მოსახერხებელი გზით, რათა თელმიკოსთან ურთიერთობა ოფიციალურად მოაწესრიგოთ და ელექტროენერგიით სარგებლობა გააგრძელოთ.