EN

ელექტრომომარაგების აღდგენის ვადები

თუ დავალიანებას გადაიხდით სამუშაო დღის 16:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას — 14:00 საათამდე, ელექტრომომარაგება აღდგება გადახდის ანგარიშზე ასახვიდან 5 საათის განმავლობაში.

მითითებული დროის შემდეგ გადახდის შემთხვევაში ელექტრომომარაგება აღდგება მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე.

ელექტრომიწოდების აღდგენის საფასური შეადგენს 2 ლარს (მომსახურების თანხას უხდით სს „თელასს“).

 

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონტაქტ ცენტრს ნომრებზე: +995 32 5 000 777 & 16 700