SMS ქვითარი
ელექტროენერგიის გადასახადის შესახებ ქვითარი იგზავნება SMS შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე, რომელიც უძრავი ქონების მეპატრონემ დააფიქსირა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:SMS ქვითრების სწორად მისაღებად აუცილებელია საკონტაქტო მონაცემების დროული განახლება.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იღებთ SMS ქვითარს, სერვისის გააქტიურება შეგიძლიათ ონლაინ არხებით, როგორიცაა: Web Chat, Facebook DM, Email: info@telmico.ge, WhatsApp ან მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში მისამართებზე მიმართვით.
“პირადი კაბინეტი”
პირად კაბინეტში დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ:
- მიმდინარე ბალანსის ნახვა;
- ყველა თქვენი აბონენტის შესახებ ინფორმაციის მიღება;
- დარიცხვებისა და გადახდების კონტროლი.
ინტერნეტ ბანკის საშუალებით
ეწვიეთ თქვენი ბანკის აპლიკაციას ან ვებგვერდს და მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- „გადახდები“
- „კომუნალური მომსახურება“
- „ელექტროენერგია“
- „თელმიკო“
შეიყვანეთ აბონენტის ნომერი - გადასახდელი თანხა ავტომატურად გამოჩნდება.
სწრაფი გადახდის ტერმინალებში
ტერმინალის მენიუში აირჩიეთ:
- „გადახდები“
- „კომუნალური მომსახურება“
- „თელმიკო“
შეიყვანეთ აბონენტის ნომერი - გადასახდელი თანხა ავტომატურად გამოჩნდება.