1. ელექტრომომარაგების შეჩერება
ქვითარზე მითითებული გადახდის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში, შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება.
საფუძველი: სემეკის დადგენილება №47, მუხლი 18, პუნქტი 9.
2. დეპოზიტის დარიცხვა
თუ გადახდის ვადა დარღვეულია 12 თანმიმდევრული თვის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ, დაწესდება სადეპოზიტო ვალდებულება მომსახურების დროული გადახდის გარანტიის მიზნით.
დეპოზიტის ოდენობა არ აღემატება მომხმარებელზე ბოლო 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას.
საფუძველი: სემეკის დადგენილება №47, მუხლი 24, პუნქტი 1.
3. სასამართლო წარმოება
დავალიანების ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში შპს „თელმიკოს“ უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დავალიანების დასაბრუნებლად, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.