EN

ელექტრონული ფოსტის საშუალებით

ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე: info@telmico.ge 

 

საფეხურები/ეტაპები, რომელიც ელ.ფოსტით გაგზავნამდე უნდა გაიაროთ:

 

ეტაპი I - ხელშეკრულების ჩამოტვირთვა: ვებ გვერდზე -  www.telmico.ge იხილეთ განყოფილება - „ხელშეკრულების სტანდარტული პირობები“ და ჩამოტვირთეთ დანართი №2 (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი). 

ეტაპი II - ხელშეკრულების შევსება: „როგორ შევავსოთ ხელშეკრულება“ - იხელმძღვანელეთ მოცემული ნიმუშის მიხედვით.

ეტაპი III - ხელმოწერა და მეილზე გაგზავნა შესაბამის დოკუმენტებთან ერთად: 

  • მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას (ელექტონულად ან სველი ხელმოწერით), დაასკანერეთ ან გადაუღეთ ფოტო, ატვირთეთ წერილთან ერთად; 
  • მოამზადეთ დამატებითი დოკუმენტები და ატვირთეთ წერილთან ერთად, იხილეთ დოკუმენტების სია;
  • მეილის “Subject”-ში მიუთითეთ: „მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება“. 

ეტაპი IV - შეგროვებული დოკუმენტები გააგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@telmico.ge-ზე 

აბონენტად რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადა - 10 სამუშაო დღე.

გაითვალისიწინეთ:  თუ თქვენ ხართ ახალი აბონენტი და გესაჭიროებათ ელექტროენერგიის პირველადი მიერთება, გთხოვთ, წერილის ტექსტში დამატებით მიუთითოთ ინფორმაცია ელექტროენერგიის პირველადი ჩართვის აუცილებლობის შესახებ.